„აი, ასეთი პუტკუნა დედა ვარ მე!“ - მომატებული კილოგრამების მიუხედავად ნუკი კოშკელიშვილი საცურაო კოსტუმით პოზირებს
„აი, ასეთი პუტკუნა დედა ვარ მე!“ - მომატებული კილოგრამების მიუხედავად ნუკი კოშკელიშვილი საცურაო კოსტუმით პოზირებს
მიუხედავად იმისა, რომ ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში გათხოვდა, მისი და ბენ ჩეიმის ცხოვრების დეტალები საქართველოში ყველა დაინტერესებულმა პირმა იცის. ნუკი სოციალურ ქსელში იმდენად აქტიურია, რომ სულაც არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვით, რომ ლაივების ფონზე იმშობიარა და ბავშვსაც ასე შორიდან გვაცნობს. ეს აქტიურობა შესაძლოა, მონატრებასთან გამკლავების ერთ-ერთი ხერხია, თუმცა ფაქტია, ქართველი მოდელი ამით პოპულარობის შენარჩუნებასაც ახერხებს.
ამჯერად ნუკი საქართველოშია ჩამოსული, სეზონი ხელს უწყობს და ბათუმსაც ესტურმა. ინსტაგრამის მეშობეობით სანაპიროზე საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოკოლაჟს გვიზიარებს, სადაც ორი ნუკია წარმოდგენილი: ერთი გამხდარი - ანუ
მოდელი და მეორე, ზედმეტი წონით, მაგრამ სამაგიეროდ, დედა.

„ჰაჰაჰაჰა, ვიცი, ვიცი ძალიან შეგაწუხეთ ჩემს წონაზე საუბრით, მაგრამ ამაზე მესაუბრება და რა ვქნა. პირველი ფოტო არის ყოველ გვარი ფოტოშოპის გარეშე და მეორე არის ახლა გადაღებული. აი, ასეთი პუტკუნა დედა ვარ მე!! აქ წესით უნდა დავწერო, რომ ვამაყობ ჩემი თავით და სხეულით, მაგრამ არ ვამაყობ და ერთი სული მაქვს გავხდე. ეს დიეტა არაფერს არ შვება განსაკუთრებულს. წავიკითხე, რომ არის ორი კატეგორია ქალების - ერთი, რომელიც სანთელივით დნება, როცა აჭმევს და მეორე, რომელიც ვერ ხდება საერთოდ. ტა დააა ... მე ვარ, რა თქმა უნდა მეორე. ნერვები
არის დაწყვეტაზე!!! ერთი მახარებს, რომ ეს ჩემი შვილი ძალიან ტკბილია და მეორე რომ მარტო არ ვარ! მილიონი ქალია ვინც ებრძვის ზედმეტ წონას. მოტივაცია მნიშვნელოვანია. მოდით, ერთად გავხდეთ!! მომწერეთ დიეტები, ავირჩიოთ რამე და დავპოსტავ ყოველდღიურ შედეგს! ძალა ერთობაშია.“
mshoblebi
ახალბედა დედა მომატებული კილოგრამებისა და შეცვლილი ფორმების გამო ძალიან ღელავს და ამას გულწრფელად აღიარებს და სხვადასხვა დიეტასაც ცდის, თუმცა როგორც ჩანს, შედეგი ჯერჯერობით არ მოდის.

alt"დედა ვარ და ჩემს შვილს სულაც არ აინტერესებს ჩემი ცელულიტი" - ნუკი კოშკელიშვილმა შვილი თბილისში ჩამოიყვანა


თეკლა ჟვანია
30974
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
იქნებ...
0
იქნებ მართლა შველებოდა ჩვენს ქვეყანას, ყველას რომ ჰქონოდა თავისი საყვარელი საქმე და სცოდნოდა როგორ გაეკეთებინა ისეთი პროფესიონალიზმით, როგორც ამას ეს პატარა გოგო აკეთებს. სულ რაღაცის ძიებაშია, სულ მიზანდასახული. გაიხარე ნუკი, იმედია შენს სასურველ ფორმაშიც მალე ჩადგენი
11:12 / 12-09-2018
მარინა
14
აუ რა გაატრაკე რა საქმე სენი ტრაკის და ბაყვების სურათებით, ვის რაში აინტერესებს დაეტიე და იყავი თუ არ მოგწონს რას ახვევ თავს მტელ საქართველოს შენი ტანის ზომა ფორმას რა ა, ამოვიდა ყელში უკვე ამის ტრაკი და ზუძუები
13:41 / 11-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```