მდედრობითი სქესის მხარდასაჭერად დიზაინერები სპეციალურად ქმნიან ისეთ სამოსს, რომელიც არ მოითხოვს შიდა სამოსის ტარებას. მაღაზიის დახლებზე კი კლასიკური სტილის ბიუსტჰალტერები სულ უფრო ნაკლებად ჩნდება.
მრავალი მანდილოსანი სიამოვნებით ეთანხმება ამ ახალ ტრენდს, თუმცა ექიმებს ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გააჩნიათ.
ბიუსტჰალტერის სახეობები
ზოგი ბიუსტჰალტერი მართლაც მოუხერხებელია და შესაძლოა ზიანიც კი მიიყენოს ადამიანის ჯამრთელობას. ნუ დაგავიწყდებათ, რომ არსებობს სხვადასხვა ფორმის ბიუსტჰალტერი და
მამოლოგები ამტკიცებენ, რომ ბიუსტჰალტერის გარეშე სიარული მხოლოდ იმ ქალბატონებისთვის არ არის საზიანო, რომელთა მკერდის ზომაც არ აღემატება სამ ზომას, თუმცა ფიზიკური დატვირთვის დროს ამ ქალბატონებმაც უნდა იხმარონ ლიფი.
მამოლოგები ასევე არ გვირჩევენ სილიკონის ლიფების მოხმარებას, რომელიც მკერდს ეწებება. ასეთი ლიფის მოხმარების შედეგად მკერდი ხურდება, ის გამიცდის სისხლის ჭარბად მიწოლას, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ანომალური უჯრედების აქტივაციას და შედეგად განვითარდეს ავთვისებიანი სიმსივნე.

4-5 ზომის მკერდის მქონე ქალბატონებიც ამბობენ, რომ ლიფის გარეშე სიარული საკმაოდ კომფორტულია, თუმცა ასეთი ზომის მკერდს აშკარად სჭირდება დაჭერა, მიზიდულობის კანონი ხომ არავის შეუცვლია. ამ შემთხვევაში გირჩევთ ბამბის ან

აი, სილიკონის მკერდიან გოგონებს კი ეკრძალებათ პარალონის ლიფების ხმარება.

ასევე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლიფის გარეშე სიარული მეძუძური დედებისთვის. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო კომფორტი და ესთეტიკა, არამედ აქცენტი კეთდება პირდაპირ ჯანმრთელობაზე.

როგორც ხედავთ, ბიუსტჰალტერის გარეშე სიარული არც ისე უსაფრთხო ყოფილა, გარდა იმისა, რომ ის ანიჭებს მკერდს დამატებით მომხიბვლელობას და უნარჩუნებს მას ფორმას, ის ჯანმრთელობისთვისაც არის აუცილებელი.
