შეიძლება თუ არა თმის შეღებვა ორსულობის პერიოდში? რა თქმა უნდა, კი. შეიძლება თუ არა თმის შეღებვა ორსულობის პერიოდში? რა თქმა უნდა, კი. თუმცა შეიძლება თუ არა ოსრულობაში თმის შეღებვამ გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. სამეცნიერო კვლევა, რომელიც თმის შეღებვის უარყოფით მხარეებს დაასკვნიდა, არ ჩატარებულა და შესაბამისად, მის მავნებლობაზე ერთმნიშვნელოვნად საუბარი შეუძლებელია. მცდარია შეხედულება, რომ თმის საღებავში არსებული ამიაკი და სხვა ქიმიური ნივთიერებები შეაღწევენ ორსულის ორგანიზმში და მავნე ზემოქმედებას მოახდენენ ნაყოფზეც. რეალურად, საღებავის ძალიან მცირე ნაწილი ეხება კანს და მას პრობლემების შექმნა არ შეუძლია.
თუმცა გინეკოლოგები განმარტავენ, რომ საღებავში შემავალმა ნივთიერებებმა შეიძლება ალერგია გამოიწვიოს, თანაც მნიშვნელობა არ აქვს იწვევდა თუ არა იგივე საღებავი ალერგიას ორსულობამდე. ამის მიზეზია ორსულობის პერიოდში ჰორმონალური ფონის საგრძნობი ზრდა.
ალერგიის თავიდან აცილების მიზნით კი აუცილებელია, ვიცოდეთ თუ თმის საღებავის შემადგენელი ნივთიერებებიდან რა იწვევს ალერგიას და ვეცადოთ ისეთი საღებავით შევიღებოთ თმა, რომელიც ამ კონკრეტულ მოლეკულებს არ შეიცავს.
კვლევებით დადასტურებულია, რომ თმის საღებავები ალერგიას იწვევენ მისი შემადგენელი კომპონენტის ურზოლის ანუ პარაფენილდიამინის (პპდ მოლეკულის) გამო. ეს არის საღებავის შემადგენელი პიგმენტი, რომელიც თმას ფერს აძლევს. საღებავის მწარმოებელი კომპანიები მუდმივად ამ პიგმენტის დამუშავებაზე მუშაობენ. ამ დროისთვის ყველაზე კარგ შედეგს კი Wella Professional-მა მიაღწია. მათ პპდ მოლეკულა ჩაანაცვლეს Me+ მოლეკულით, რომელიც ალერგიის გამოწვევის რისკს 60-ჯერ ამცირებს. Me+ მოლეკულა Wella Professional-ს აქვს დაპატენტებული. სწორედ ამიტომ სტილისტები ორსულებს ურჩევენ, სწორედ Wella Professional-ის ახალი ხაზის Koleston Perfect Me+ საღებავით შეიღებონ თმა.
სტილისტი ეკატერინე მელიქიშვილი აღნიშნავს, რომ Me+ მოლეკულა ალერგიის წარმოქმნას ამცირებს. ამიტომ ამ პიგმენტის შემცველი საღებავის გამოყენება ალერგიული ადამიანებისთვის აუცილებელი, ზოგადად კი რეკომენდირებულია. რადგან ადამიანის ორგანიზმი როდის გამოამჟღავნებს ალერგიულ რეაქციას, არავინ იცის.
"შეიძლება ადამიანს პირველივე შეღებვაზე არ გამოუვლინდეს ალერგია და მან წლების შემდეგ იჩინოს თავი. განსაკუთრებით საფრთხილოა ორსულობის პერიოდში, რადგან ამ დროს ადამიანის ორგანიზმში ჰორმონები იცვლება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ორსულებმა გამოიყენონ საღებავები, რომლებიც ალერგიის რისკს აცმირებს. ასეთია Me+ მოლეკულის შემცველი საღებავი. ეს არის სრულიად ახალი მოლეკულა, რომელმაც წარმატებით ჩაანაცვლა პპდ მოლეკულა. ზოგადად, არსებობს დაგროვებითი ალერგიაც. ანუ შეიძლება ადამიანი წლების განმავლობაში იღებავდე თმას ალერგიული რეაცქიის გარეშე და მოულოდნელად გამოუვლინდეს ალერგია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საღებავების განვითარების ახალი ეტაპი," - განმარტავს ეკატერინე მელიქიშვილი.
ორსულობისას თმის შეღებვამდე საღებავზე სინჯის გაკეთებაა რეკომედნირებული. მაჯაზე უნდა წაისვათ საღებავი და გაიჩეროთ იმდენი ხანი, რამდენიც თმის შესაღებადაა საჭირო. ჩამობანვის შემდეგ 48 საათის განმავლობაში თუ რეაქცია არ გამოვლინდა, მაშინ შეგიძლიათ თმა შეიღებოთ.
სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ორსულობის პერიოდში ალერგია შეიძლება საღებავის სუნმაც გამოიწვიოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეღებვა მოხდეს ისეთ სივრცეში, რომელიც კარგად ნიავდება. სასურველია შეღებვის დროს პირბადის გაკეთებაც.
როგორც გაირკვა, საღებავი ორგანიზმში ვერ აღწევს და მას არანაირი მავნე ზეგავლენა არ აქვს ნაყოფსა თუ დედაზე. ორსულობის დროს გასათვალისწინებელი ერთადერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ისაა, რომ ამ დროს თმის შეღებვა არაალერგიული საღებავით უნდა მოხდეს.