რჩევები ნანუკა ჟორჟოლიანის პირადი მწვრთნელისა და ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავასგან ბოლო პერიოდში წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი შესაშურ ფორმაშია. მაყურებელს ალბათ ახსოვს, სხვადასხვა პერიოდში როგორ ებრძოდა ნანუკა ზედმეტ კილოგრამებს. დღეს უკვე სასურველ წონაზე მდგომი ტელეწამყვანი, აქტიურად უწევს პროპაგანდას ჯანსაღ ცხოვრების წესს, სწორ კვებას და ძილის საკითხს. სწორედ ამ თემას მიუძღვნა მან გადაცემა.
მას სტუმრად "ცნობილების" ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ჰყავდა, რომელმაც სწორი კვების, ცილოვანი დიეტის და ხილის სწორ დროს მიღების საკითხზე ისაუბრა.
და მათთვის, ვინც ვერ ახერხებს სავარჯიშოდ დარბაზში მისვლას, მწვრთნელიც გადაცემაში მოიყვანა. მისი დირექტივების დახმარებით კი თავადვე ასწავლა მაყურებელს ის ვარჯიშები, რაც სახლის პირობებში, საკმაოდ დავილად გასაკეთებელია.
იხილეთ ვიდეო
როგორ ვივარჯიშოთ სახლში სწორად, რომ წონაში დავიკლოთ
თეკლა ჟვანია