+ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ ამის გამოცნობაში დედობა უდიდესი სიხარულია ნებისმიერი ქალისთვის. ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, ყველაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. ამის პარალელურად, ჩვენს საუკუნეში ქალების უმრავლესობას საკუთარი სამსახური და კარიერა აქვს, რომელიც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.
რასაკვირველია, არც ის არის უცხო ნებისმიერი ქალისთვის, რომ დედობის უსაზღვრო ბედნიერებას თან ახლავს ბევრი ნერვიულობა, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილი, განცდები. ხანდახან საკმაოდ ძლიერია ღელვა ბავშვის ჯანმრთელობაზე, ვუვლით თუ არა სწორად, ვიქცევით თუ არა სათანადოდ, როგორც დედა, ვნერვიულობთ შეცვლილი ცხოვრების რეჟიმზე. ამ ფენომენს - მშობიარობის შედმგომი დეპრესია ჰქვია და ბევრს ემართება. ზოგიერთი ისეა ამ მდგომარეობაში, თავადაც ვერ აცნობიერებს, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ხშირადაა გაღიზიანებული, ტირის, ჩხუბობს და ზოგიც უბრალოდ იკეტება საკუთარ თავში...
როგორ შევუთავსოთ ცხოვრების თანამედროვე ტემპი დედობის სიხარულს?
გამოსავალი რამდენიმეა. პირველ რიგში, ადამიანებს თქვენ გარშემო, რომლებსაც უყვარხართ და თქვენზე გული შესტკივათ, გააგებინეთ, რომ დახმარება გჭირდებათ - ფიზიკურიც და მორალურიც.
ეცადეთ დედობასთან ერთად შეინარჩუნოთ თქვენი პირადი ინტერესებიც, ხანდახან შეხვდით მეგობრებს და ეცადეთ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
აუცილებელია ხშირად სეირნობა, ამისთვის ხომ მიზეზი ისედაც გაქვთ - ბავშვს განსაკუთრებით ჩვილობისას ბევრი სუფთა ჰაერი სჭირდება და 2-3 საათი მაინც უნდა იყოს გარეთ. ასე რომ, მასთან ერთად თქვენც შეირგეთ ეს დრო და მშვიდად ისეირნეთ.
ეცადეთ, ხანდახან, როცა ბავშვს სძინავს, გადაერთოთ სხვა რამეზე - უყუროთ ფილმს, ქარგოთ, ქსოვოთ და ა.შ.
ბავშვთან ურთიერთობისას მექანიკურ რობოტს ნუ დაემსგავსებით, რომელიც მხოლოდ აუცილებელ ფიზიკურ მოძრაობებს აკეთებს - აჭმევს, ბანს, ასუფთავებს, აცმევს... ეს ყველაფერ ეცადეთ, მეტი ხალისით აკეთოთ, ელაპარაკეთ პატარას, გაუცინეთ.
მიიღეთ ისეთი საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ მდგომარეობის გამარტივებაში და თანაც, უსაფრთხოა ორსულობისა და ლაქტაციის დროს. მაგალითად, მსგავს შემთხვევებში ეფექტურია ბიოლექტრა - თანამედროვე, მაღალდოზირებული მაგნიუმი, რომელიც უსაფრთხოა ორსულთათვის, ლაქტაციის პერიოდში და ნაჩვენებია გაღიზიანებადობის, ძილის დარღვევის, თავის ტკივილის, სტრესის, კლიმაქსის, პრემენსტრუალური სინდრომის, მენსტრუალური ტკივილის და სხვა პრობლემების დროს.
ასევე ეფექტური საშუალებაა გერმანული სტანდარტიზებული ადაპტოგენური პრეპარატი ვიტანგო - ყოველდღიური სტრესის პროფილაქტიკისა და კორექციისათვის., რომელიც ამცირებს სტრესის ჰორმონების დონეს და აძლიერებს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს. ამცირებს შფოთვას, გაღიზიანებადობას, დაძაბულობას, მისი მიღების ფონზე მცირდება დაღლილობა, გამოფიტვისა და „გადაწვის“ შეგრძნება. აქვს სწრაფი კლინიკური ეფექტი, - მოქმედებს უკვე მიღების პირველივე დღიდან, არ იწვევს შეჩვევას და ძილიანობას.
ეს გახლავთ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ედინბურგული შკალა: ყურადღებით წაიკითხეთ კითხვარი და ხაზი გაუსვით იმ პასუხს, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად შეესაბამება არა თქვენს ამჟამინდელ განწყობას, არამედ იმას, თუ როგორ გრძნობთ თავს ბოლო 7 დღეა. ხაზი უნდა გაუსვათ იმ პასუხებს, რომლიც ყველაზე მეტად შეესაბამება ბოლო 7 დღის განმავლობაში არსებულ მდგომარეობას. პასუხი უნდა გასცეთ ათივე შეკითხვას. კითხვებს დამოუკიდებლად, სხვებთან მსჯელობის გარეშე უნდა უპასუხოთ.
1. მქონდა უნარი გამეცინა და ცხოვრების სასაცილო მხარეები დამეფიქისირებინა.
ა) ისე, როგორც ყოველთვის ბ) ამჟამად არა ისე, როგორც სხვა დროს გ) აშკარად იმაზე ნაკლებად, ვიდრე სხვა დროს დ) საერთოდ არა 2. მომავალს სიამოვნებით შევყურებდი.
ა) ისე, როგორც ყოველთვის ბ) ამჟამად არა ისე, როგორც სხვა დროს გ) აშკარად იმაზე ნაკლებად, ვიდრე სხვა დროს დ) საერთოდ არა
3. * თუ რამე ისე არ ეწყობოდა, როგორც საჭირო იყო, თავს ვიდანაშაულებდი.
ა) ძირითადად კი ბ) ხანდახან გ) არც ისე ხშირად დ) არასდროს
4. უმიზეზოდ ვშფოთავდი.
ა) არასდროს ბ) იშვიათად გ) ხანდახან დ) ხშირად
5. * უმიზეზოდ მეუფლებოდა შიშის გრძნობა და პანიკა.
ა) დიახ, საკმაოდ ხშირად ბ) დიახ, ხანდახან გ) არც ისე ხშირად დ) არასდროს
6. * ვერ ვუმკლავდებოდი საქმეებს.
ა) დიახ, ძირითადად საქმეებს ვერ ვუმკლავდებოდი ბ) ხანდახან ისე ვერ ვუმკლავდებოდი, როგორც სხვა დროს გ) ძირითადად საქმეებს საკმაოდ კარგად ვუმკლავდებოდი დ) საქმეებს ისევე ვუმკლავდებოდი, როგორც სხვა დროს
7. * თავს იმდენად უბედურად ვგრძნობდი, რომ დაძინებაც კი არ შემეძლო.
ა) დიახ, ძირითადად ასე იყო ბ) დიახ, ხანდახან გ) არც ისე ხშირად დ) საერთოდ არა
8. * ვიყავი მოწყენილი და უბედური.
ა) დიახ, ძირითადად ასე იყო ბ) დიახ, ხანდახან გ) არც ისე ხშირად დ) საერთოდ არა
9. * იმდენად უბედური ვიყავი, რომ სულ ვტიროდი
ა) დიახ, ძირითადად ასე იყო ბ) დიახ, ხანდახან გ) არც ისე ხშირად დ) საერთოდ არა
10. * საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების სურვილიც კი გამჩენია.
ა) დიახ, საკმაოდ ხშირად ბ) ხანდახან გ) თითქმის არასდროს დ) არასდროს
ვარსკვლავით აღნიშნულ შეკითხვებში ქულები პირიქით იწერება - 3, 2, 1, 0.
ქულათა საერთო ჯამი ათივე შეკითხვის პასუხის შეჯამებით დაანგარიშდება.
თუ ქულათა საერთო რაოდენობა აღემატება 12-ს, დეპრესია გაქვთ. საჭიროა ექიმთან და ფსიქოლოგთან კონსულტაციები და საბოლოო დიაგნოსტიკა.
5-დან 11 ქულამდე პასუხის შემთხვევაში 2-4 კვირის შემდეგ ტესტის ხელახლა ჩატარებაა აუცილებელი, რათა შეჯამდეს დედის საბოლოო მდგომარეობა, გაუარესდა იგი თუ პირიქით, გაუმჯობესდა.
თუ პასუხი 5 ქულაზე ნაკლებია, დეპრესიის ალბათობა მინიმალურია.
თუ საერთო ჯამში 12 ქულაზე ნაკლები დააგროვეთ, თუმცა პუნქტ 10-ში პასუხი 3 ან 2 ქულა გაქვთ, საჭიროა დამატებითი ფსიქიატრიული გამოკვლევა.
იყავით ჯანმრთელად, ხალისიანად და დატკბით იმ დიდი ბედნიერებით, რასაც დედობა ჰქვია.