სახეზე არსებობს მინიშნებები, რომლებიც ამა თუ იმ დაავადებაზე მეტყველებს სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ სახეზე არსებობს მინიშნებები, რომლებიც ამა თუ იმ დაავადებაზე მეტყველებს. ამჯერად მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევაჩერებთ ყურადღებას.
კანი
კანის ფერი, სიგლუვე, ელასტიკურობა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა. მკვეთრად გამოხატული სიფერმკრთალე ხშირად ორგანიზმის ინტოქსიკაციით ან სტრესული სიტუაციით არის გამოწვეული. ჩვულებრივ, ფერმკრთალი კანი ნაკლებ ელასტიკურია. ამ დროს თავზე თმის საფარი შეთხელებული და უსიცოცხლოა.
. ლოყების მკვეთრი სიწითლე ჯანმრთლეობის უტყუარი ნიშანია, მაგრამ თუ სიწითლე სუსხიან ამინდში სეირნობის ან შექების შემდეგ კი არ გაჩნდა, არამედ მოულოდნელად, აუცილებლად გაიზომეთ სიცხე, რადგან ხშირად სახის შეწითლება ანთებითი პროცესების მაჩვენებელია.
. კანის აქერცვლა მნიშვნელოვანი სიმპტომია. აუცილებლად მიმართეთ ექიმს. პროცესი გაცილებით შესამჩნევი მაშინ ხდება, თუ რომელიმე შინაგანი ორგანოა დაავადებული ან ქრონიკული დაავადება შორსაა წასული.
. თვალების ირგვლივ კანის აქერცვლა ღვიძლის პათოლოგიის ნიშანია.
თვალები
ყველაზე ნათლად ორგანიზმში არსებულ ამა თუ იმ დაავადებებს თვალები გამოხატავს.
. წითელი სკლერა ღვიძლის ინტოქსიკაციაზე მიუთითებს.
. ცისფერი სკლერა ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობის მაჩვენებელია. როგორც წესი, თანმხლები ნიშნებია ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა და სტრესული სიტუაციებისადმი მომატებული მგრძნობელობა. ყვითელი სკლერა სანაღვლე და ნაღვლის გამომყოფი გზების ცუდი მუშაობის ნიშანია.
. სკლერაზე წითელი `ძაფები~ ჰიპერტონიული დაავადების დასაწყისზე მიგვანიშნებს.
. ზედა ქუთუთოების შეწითლება კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების ნიშანია.
. თვალების კუთხეებში მოთეთრო, არაჩირქოვანი ნადები _ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი დარღვეულია. მიაქციეთ ყურადღება კვების რაციონს _ თუ მდგომარეობა არ გაგიუმჯობესდათ, გასტროენტეროლოგს მიმართეთ.
. ქუთუთოებზე ან მათ ირგვლივ მცირე ზომის მოყვითალო გამონაზარდების გაჩენა სისხლში ქოლესტერინის მომატების მაჩვენებელია, შესაძლოა ღვიძლის ციროზის დასაწყისიც იყოს, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
. თვალების ირგვლივ მუქი რგოლების ან მათ ქვეშ `ტომრების~ გაჩენა, ასევე ღვიძლის უკმარისობის მომასწავებელია.
. გადმოკარკლული, ორბიტიდან გადმოვარდნილი თვალები ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევის მანიშნებელია.
ტუჩები
. ტუჩების გალურჯება კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების შედეგად სისხლძარღვოვანი დარღვევის ნიშანია. მუდმივი სილურჯე კი ვენოზური ქსელის დაზიანების მიმანიშნებელია, მაგალითად _ ვარიკოზის.
. მკრთალი ტუჩები კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების მანიშნებელია.
. ძნელად შეხორცებული ტუჩის კუთხეები, რასაც თან ერთვის ტუჩების სიმშრალე, დიაბეტის ირიბი ნიშანია, ამიტომ გაისიჯნეთ სისხლში შაქრის დონე.
. ტუჩების სიმშრალე მიგვანიშნებს წინადიაბეტურ მდგომარეობაზე ან ნაწლავურ დისბაქტერიოზზე, ასევე ორგანიზმის იმუნური სისტემის დაქვეითებაზე.