მსახიობი და გადაცემა „მთავარი ექიმის“ წამყვანი ანი ტყებუჩავა ორი ქალიშვილის დედაა. საკუთარი პროფესიის გამო, ანი მუდმივად ტელეეკრანზეა, ამიტომ ცდილობს, საკუთარ გარეგნობაზე განსაკუთრებულად იზრუნოს და ფორმაში იყოს.
მეორე შვილის გაჩენის შემდეგ, ანიმ ათ კილოგრამზე მეტი მოიმატა და ზედმეტი წონის დასაკლებლად სპეციალურ დიეტას მიმართა, რისი წყალობითაც წონაში 15 კილოგრამი დაიკლო.
წონაში კლების საკუთარი საიდუმლო მსახიობმა და ტელეწამყვანმა „რეიტინგს“ გაუმხილა.
- მეორე შვილის გაჩენის შემდეგ 15 კილოგრამი მქონდა მომატებული, ამიტომ გადავწყვიტე, სპეციალური პროგრამისთვის მიმემართა.
ენდოკრინოლოგმა სპეციალურად ჩემთვის შეადგინა კვების რეჟიმი და ასე დავიკელი მომატებული კილოგრამები. ჩემი სურვილი იყო, ჯანსაღად დამეკლო წონაში, ამიტომ ავირჩიე პროგრამა, რომლის მეშვეობით თვეში 5 კილოგრამს ვიკლებდი. ეს არის დაბალანსებული, ჯანსაღი კვება. ყოველდღიურად ვიკლებდი წონაში და ძალიან მიხაროდა.