მენსტრუალური ციკლის ნორმა და დარღვევა მოზარდ გოგონებში - რა უნდა იცოდეს მშობელმა და როდის უნდა მიმართოს ექიმს
მენსტრუალური ციკლის ნორმა და დარღვევა მოზარდ გოგონებში - რა უნდა იცოდეს მშობელმა და როდის უნდა მიმართოს ექიმს
რა უნდა იცოდეთ მენსტრუალურ ციკლზე, როდის არის დარღვევა და როდის უნდა მივმართოთ ექიმს -  გვესაუბრება პედიატრიული პრივატ კლინიკის ბავშვთა გინეკოლოგი, ქირურგი ეთერ მარგალიტაძე.

- მოზარდ გოგონებში ხშირია მენსტრუალური ციკლის დარღვევით გამოვლენილი პრობლემები. მენსტრუაცია უნდა იყოს მინიმუმ 21 დღეში ერთხელ ან მაქსიმუმ 35 დღეში ერთხელ. თუ შუალედი უფრო მცირეა ან უფრო დიდი, ეს არის ბავშვთა გინეკოლოგთან ვიზიტის პირდაპირი ჩვენება. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, რა რაოდენობით სისხლს კარგავს მოზარდი მენტრუაციის დროს. 80
მლ მეტი არ არის ნორმა და ასევე მენტრუაციის ხანგრძლივობა 7 დღეზე მეტი არის ექიმთან მიმართვიანობის პირდაპირი ჩვენება. ასევე ციკლთა შორის პერიოდში სისხლიანი გამონადენიც. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მოზარდების უმრავლესობას თავიდან ციკლი არ აქვთ რეგულარული, ამ პერიოდში საჭიროა ბავშვთა გინეკოლოგის მეთვალყურეობა, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად მოხდეს მედიკამენტოზური მკურნალობა. როგორც წესი, 2 წლის განმავლობაში ციკლი უნდა დარეგულირდეს და ჩამოყალიბდეს რეგულარულ მენსტრუალურ ციკლად.

როდესაც საქმე ეხება მენსტრუალური ციკლის დარღვევას, კლინიკური შეფასებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მოზარდების ჰორმონალური მდგომარეობის შესწავლა, რომლის დროსაც ვიკვლევთ საკვერცხის ჰორმონებს, ასევე ფარისებრ ჯირკვალს, გამოვრიცხავთ თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიებს, ასევე ხდება პროლაქტინის განსაზღვრა. გლუკოზის ტოლერანტობის განსაზღვრა. ანუ კვლევები ტარდება ჩვენების მიხედვით და რაიმე ნორმიდან ცდომილების შემთხვევაში ტარდება
შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ჰიგიენას, სწორად შერჩეულ ჰიგიენურ საშუალებას, ჰიგიენის სიხშირეს, ასევე მნიშნელოვანია საცვლის სტრუქტურას - სასურველია ის იყოს კოტონის მასალისგან (ბამბის). მნიშვნელოვანია მშობლების მხრიდან ყურადღების მიქცევა მათი შვილების ჰიგიენაზე, რადგან ბავშვობიდან სწორი ჰიგიენური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება მოზარდობისა და ზრდასრულობის ასაკში რიგი გინეკოლოგიური პრობლემის მოგვარების გარანტიაა. მშობლებს ვურჩევ, დღესვე დაიწყონ ზრუნვა მათი შვილების რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღ მომავალზე.
სალომე გორგოშიძე

იხილეთ ინტერვიუ სრულად და ყველა საინტერესო საკითხი მოზარდი გოგონების გინეკოლოგიაზე:

altრა გინეკოლოგიური გვხვდება ბავშვებში და რა არ უნდა გამორჩეს მშობელს? - სპეციალისტის პასუხები



4407
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```