ესთეტიკური ცენტრი "ნილუს" ექიმი, კოსმეტოლოგი ნინო წამალაიძე გვესაუბრა პათოლოგიურ გამონაყარზე, აკნეს გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე. ინტერვიუში შეიტყობთ - რა პროდუქტებზე უნდა დავაწესოთ აკრძალვები და პირიქით, რომელი პროდუქტებით უნდა გავამდიდროთ კვების რაციონი აკნეს თავიდან ასაცილებლად. კოსმეტოლოგმა სახლის პირობებში კანის მოვლის რამდენიმე ეფექტურ საშუალებასაც გაუწია რეკომენდაცია.
- რა იწვევს სახეზე გამონაყარს?
- აკნე შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალურმა დისბალანსმა, გარდატეხის ასაკმა, ნივთიერებათა ცვლის მოშლამ, შეკრულობამ… აკნეს პათოლოგიური გამონაყარის უამრავი მიზეზი არსებობს.
- ბევრი მიიჩნევს, რომ გარდატეხის ასაკში სახეზე გამონაყარს არ სჭირდება კოსმეტოლოგთან ვიზიტი და თვლიან, რომ
ასაკის მატებასთან ერთად პრობლემა აღმოიფხვრება. ეს მითია თუ რეალობა?
- დიახ, ნამდვილად რეალობაა. კოსმეტოლოგთან ვიზიტი გარდატეხის ასაკში გართულებული აკნეს ფორმების დროს კატეგორიულად დაუშვებელია. პირველ რიგში, პაციენტს უნდა ვუმკურნალოთ მედიკამენტოზურად, რომ ჩირქოვანი ელემენტები ალაგდეს და შემდეგ გაიწმინდოს კანი. პაციენტს უნდა ვუმკურნალოთ შინაგანად და გარეგანად -პერორალურად აბების სახით და გარეგანად ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიალური მალამოების სახით.
- როგორ უნდა შევადგინოთ კვების რაციონი აკნეს თავიდან ასაცილებლად?
- თუ დადგინდა, რომ პრობლემა კვებაშია, უნდა აღმოიფხვრას გამაღიზიანებელი ფაქტორები, როგორებიცაა შემწვარი, მწარე, მჟავე, ცხარე საკვების ამოღება რაციონიდან. განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში, მნიშვნელოვანია სწორი რაციონის შერჩევა, ხორცის პროდუქტებისა და ბოსტნეულის მიღება აქტიურად.
იხილეთ სრულად