გარუჯვის სეზონი მოგვიახლოვდა, სოლარიუმებში იმატა მომხმარებლების რაოდენობამ და ინტერნეტში ბევრი საინტერესო "რეცეპტიც" გამოქვეყნდა ეფექტური რუჯის მისაღებად. დერმატლოგი მაია ბერძული გვაძლევს რჩევებს, თუ როგორ უნდა გავირუჯოთ სწორად.
რუჯის მიღებამდე ჯობს, რომ დალიოთ ნატურალური წვენები და წყალი, რათა თავიდან აიცილოთ გაუწყლოვნება. მზემ რომ არ გვავნოს, თანდათანობით უნდა გაირუჯოთ. პირველ ჯერზე 20 წუთიც კი საკმარისია. დამწვრობა ყველაზე დიდი პრობლემაა, რასაც არასწორი გარუჯვის შედეგად იღებენ. უნდა გვახსოვდეს, რომ გარუჯვა ზეთით, სხვადასხვა სახის ცხიმით, კარაქით, ლუდით, ლეღვის ნახარშით, და სხვა ხალხური მეთოდებით დაუშვებელია. მე როგორც ექიმი ნამდვილად არ ვუწევ რეკომენდაციას სოლარიუმს, მაგრამ თუ ხართ სოლარიუმის აქტიური მომხმარებელი, აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ იგი არის უსაფრთხო, გამართული, ახალი გამოცვლილი აქვს ნათურები და ა.შ ვისაც ხალები და პიგმენტური ლაქები აქვს, მათთვის გარუჯვა საერთოდ არასასურველია. აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. თუ მაინც გადაწყვეტენ გარუჯვას, მაშინ ხალები ლეიკოპლასტირით უნდა დაიცვან. სოლარიუმში ვიზიტის დროსაც. ასევე აუცილებელია ხალების დაცვა ლაზერული ეპილაციის დროს. გარუჯვამდე საჭიროა მოამზადოთ კანი, წინა დღეს გაიხეხეთ მთლიანი სხეული, რათა მოიშოროთ მკვდარი უჯრედები, ეს თანაბარი რუჯის მიღებაში დაგეხმარებათ გაირუჯვისთვის საუკეთესო დროა დილის 10 საათამდე და საღამოს 5 საათის შემდეგ. აუცილებლად გამოიყენეთ ისეთი გასარუჯი საშუალება, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების დამცავს UVA, UVB (UVA/B) და მზის დამცავს SPF. მზის დამცავი წყალთან კონტაქტისას ირეცხება, ამიტომ წყლიდან ყოველი ამოსვლისას ხელხლა წაისვით. თუ წყალში ჩასვლა არ გიწევთ, ყოველ 2 საათში განიახლეთ დამცავი. მზეზე ერთ პოზაში დიდხანს არ იწვეთ, 5-15 წუთში ერთხელ იცვალეთ მიმართულება. გარუჯვის შემდეგ მიიღეთ ცივი შხაპი და აუცილებლად კარგად დაიტენიანეთ კანი. გირჩევთ დამატენიანებლი კრემები გამოიყენოთ.