გთავაზობთ რამდენიმე გამოცდილ რეცეპტს:
ქოქოსის ზეთი და როზმარინის ეთერზეთი ძალიან სწრაფად გაგიზრდით თმას. თუ ქოქოსის ზეთის ლომონის წვენს და ჩაის ხის ეთერზეთს ერთმანეთში აურევთ, მიიღებთ საუკეთესო საშუალებას ქერტლის მოსაშორებლად. თუ ბოლოჭამიები გაწუხებთ ქოქოსის ზეთი, 1 კვერცხი და 1 კოვზი თაფლი შეიზილეთ თმის ძირებში, გაიჩერეთ 2 საათი და ჩამოიბანეთ.
ზეითუნის ზეთს აქტიური გამოყენება აქვს კოსმეტოლოგიაში.
მისი გამოყენება ყოველდღიურად შეგიძლიათ, ბამბის ტამპონით მაკიაჟის მოსაშორებლად ბევრ ძვირად ღირებულ საშუალებაზე ეფეტური და უსაფრთხოა ზეითუნის ზეთი, იგი ასუფთავებს კანს ატენიანებს და საჭირო ვიტამინებით ამდიდრებს ვიტამინებით. აქტიურად გამოიყენება თვალის გარშემო ნაოჭების საწინააღმდეგოდ - რამდენიმე წვეთი ზეთი თვალის გარშემო სათუთი მოძრაობით შეიზილეთ ეს პროცედურა კვირაში 2-3ჯერ გაიმეორეთ.
ზეითუნის ზეთი ამაგრებს და ათეთრებს ფრჩხილებს. 15 წუთის განმავლობაში ფრჩხილები მოათავსეთ შემთბარ ზეთში. შემდეგ თითებზე შერჩენილი გადაინაწილეთ ხელზე და არ ჩამოიბანოთ თუ დისკომფორტს არ იგრძნობთ.
ამკვრივებს ტანს და ატონიზირებს მას. საჭირო რაოდენობის ზეითუნის ზეთს დაამატეთ თქვენთვის სასურველი ეთერზეთი და ნოტიო კანზე შეიზილეთ.
არცერთი მათგანი არ გამოიყენება რუჯის მისაღებად, მათი გამოყენებით შეიძლება სერიზოული დამწვრობა მიიღოთ.