10 ეშმაკური ხერხი მათთვის, ვისაც ფეხის ხშირად პარსვა არ სურს
10 ეშმაკური ხერხი მათთვის, ვისაც ფეხის ხშირად პარსვა არ სურს
საპარსი ყველაზე მარტივი და სწრაფი საშუალებაა სხეულზე არასასურველი თმის მოსაშორებლად, თუმცა ეფექტი ხანმოკლეა. როგორც აღმოჩნდა, პარსვის ეფექტის გახანგრძლივება შესაძლებელია.

გთავაზობთ 10 ხრიკს:

გამოიყენეთ ნატურალური ზეთები
ქოქოსის, არგანისა და ზეითუნის ზეთი, გარდა კანის კვებისა, არბილებს მას, ხოლო, როცა თმა დარბილდება, პარსვის პროცესიც გამარტივდება. წაისვით ზეთი ძილის წინ ნოტიო კანზე და დილით გაიპარსეთ.

გაიპარსეთ ფეხები დილით
დილით კანი უფრო ელასტიკურია და პარსვის დროს დაზიანებების რისკიც უფრო ნაკლებია,
ვიდრე საღამოს.

მოამზადეთ კანი პარსვისთვის
ვიდრე პარსვას დაიწყებდეთ, ჩაწექით თბილ აბაზანაში ან ფეხები ცხელი წყლის ორთქლით დაიტენიანეთ. ეს დაარბილებს თმას, კანს კი ელასტიკურს გახდის.
mshoblebi
წინასწარ აიქერცლეთ კანი
გაპარსვამდე ერთი დღით ადრე გამოიყენეთ სხეულის სკრაბი ან რძემჟავა. ეს პროცედურა დაამუშავებს კანს, ასევე, „გაათავისუფლებს“ წამოზრდილ თმას.

პროცედურის ჩატარებამდე საპარსი გაახურეთ
გაგიკვირდებათ, მაგრამ თუ პარსვამდე სამართებელს ცხელ წყალში გააჩერებთ, ის გაცილებით მარტივად და სუფთად გაპარსავს.
განაგრძეთ კითხვა
3254
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```