დიეტოლოგებმა გახდომის მსურველთათვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტი დაასახელეს
დიეტოლოგებმა გახდომის მსურველთათვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტი დაასახელეს
ამ ყველასთვის ხელმისაწვდომ პროდუქტში არის ცოტა კალორია, ცხიმი, ქოლესტერინი, მარილი და ის 95%-ით შედგება წყლისგან. ამიტომაც მიიჩნევენ, რომ ის გახდომის მსურველთათვის ყველაზე მარტივი საშუალებაა, მკაცრი დეტების დაცვის გარეშე. ეს პროდუქტი, რომელიც დიეტოლოგებმა უნიკალურად დაასახელეს, კიტრია. ის იდეალური გადაწყვეტილებაა ზედმეტ წონასთან ბრძოლის დროს. 119 გრამ კიტრში 115 გრამი წყალია, 16 კალორია, 0,8 გრამი ცილა, 0,2 გრამი ცხიმი და 2,9 გრამი შაქარი. ანუ ყველაზე მინიმალური კალორია და ცხიმები, ასევე ქოლესტერინი მარილითურთ.
რაც
მთავარია, კიტრში შემავალი ტარტრონის მჟავა ნახშირწყლების ცხიმებად გადაქცევას აფერხებს. გარდა ამისა, წყალი, რომელიც კიტრშია, ბუნებრივი გამწმენდია, კიტრის ყოველდღიური მიღება ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას და ტოქსინების გამოდევნას.
ასე რომ, ვინც დიეტას იცავს ან უბრალოდ, გახდომა სურს, მას ურჩევენ, მენიუში ბლომად ჰქონდეს კიტრი და კვებასა და კვებას შორისაც კიტრს თუ მიიღებს და შიმშილს ამით დაიცხრობს, საუკეთესო შედეგი ექნება.
ოღონდ, რასაკვირველია, აქაც არ შეიძლება გადამეტება. ზედმეტმა კიტრმა შეიძლება აწყინოს მას, ვისთვისაც რეკომენდებულია სითხის შეზღუდვა, მაგალითად, თირკმლების დაავადებისას ან ქალაშიდა წნევისას. კიტრში ხომ, როგორც ითქვა, 95% წყალია.
სხვათა შორის, კიტრი სასარგებლოა კანისთვის. ის აწყნარებს და აახლებს კანს,
ხსნის ანთებას. ძველი რეცეპტი – კიტრის ნაჭრები თვალებზე – რეალურად ხსნის თვალების დაღლილობას და ე.წ. ტომსიკების თვალების ქვეშ. კიტრი ასევე სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ძვლების სიჯანსაღეზე ზრუნავენ. მასში ბევრია K ვიტამინი, ამ ვიტამინის ნაკლებობა კი მოტეხილობების რისკს ზრდის.
7887
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?