ორსულობისა და ლაქტაციის დროს მომატებული კილოგრამები ბევრი ქალისთვის დიდ პრობლემად იქცევა ხოლმე. ისინი სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ უწინდელი ფორმის დაბრუნებას. გთავაზობთ რამდენიმე დიეტას, რომელიც პოპულარულია დედებს შორის და რომლებსაც ისინი, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვებსაც ურჩევენ ხოლმე:
დუკანის დიეტას გირჩევთ, არის ნაირნაირი რეცეპტები ტკბილეულისაც. მე შავ შოკოლადსაც ვეპარები. 1 თვეში 8 კილო დავიკელი პატარ-პატარა დარღვევებით. სწორი კვება, საათობრივი. მხოლოდ ესააა გამოსავალი. მე ვაკეთებ ახლა და ძალიან კმაყოფილი ვარ. პიტნას ვსვამ კვებებს შორის შუალედებში. ვისაც გაქვთ საშუალება, შეგიძლიათ დალიოთ. 1 ჩაის კოვზ პიტნას ვასხამ 200 გრამ ადუღებულ წყალს, რომ გაცივდება, ვსვამ დღეში სამჯერ. 2 კვირა შეიძლება დალევა. ვერაფრით დავიკელი მეც და ამის მიღების შემდეგ დავიწყე კლება. ჩემი რჩევა იქნება - არასდროს დიეტაზე არ ვყოფილვარ, წყალი ნახევარი ლიტრი, ან 2-3 ჭიქა ყოველი ჭამის წინ დალიეთ 15 წუთით ადრე და ეგაა. დღეში 2 ლიტრამდე წყალს თუ დალევთ, მართალია ნელ-ნელა, მაგრამ შედეგიც გექნებათ და ყველაფერსაც შეჭამთ. წყალი დალიე ყოველ დილით და ჭამამდე 30 წუთით ადრე და ჭამიდან ორი საათი არ დალიოთ წყალი. ცომეულს და ტკბილს თუ მოერიდებით, დაიკლებთ. 73 კილოდან 51-ზე ჩამოვედი 4 თვეში, ოთხი ბავშვი გავაჩინე ზედიზედ და ოთხივეჯერ წიწიბურამ მიშველა. ერთი ჭიქა წიწიბურა მოხარშეთ და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში დაბალკალოროულ და უმარილო საკვებთან ერთად. მე მაგალითად, ვჭამ უმარილო ყველთან, ან მოხარშულ კვერცხთან, ან კიტრი-პომიდვრის სალათასთან, ან კეფირთან, ან ქათმის ფილეს არაჟნიან სალათასთან ერთად... დილით უზმოზე ვსვამ 400 გრამ წყალს. წყალი უნდა სვათ ყოველ ორ საათში - ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამის შემდეგ ერთი საათის შემდეგ... მაქსიმალურად ეცადეთ მიიღოთ უმარილო საკვები. რაც შეეხება ტკბილს, შეგიძლიათ მიირთვათ, ოღონდ ცოტა. სვით მწვანე ჩაი, ორგანიზმს ასუფთავებს შლაკებისგან. მე ვარ ახლა დიეტაზე, მოვიკელი 15 კგ - ვჭამ მხოლოდ თეთრ საკვებს: არაჟანი, მაწონი, ხაჭო, ყველი, მოხარშული ფილე მოხარშული თევზი, სოსისიც შეიძლება მოხარშული, კვერცხიც. ეს ყველაფერი მიირთვით ნორმალურად ისე, რომ მშიერი არ დარჩეთ. არ შეიძლება პური და ცომეული ტკბილეული შემწვარი და გაზიანები. არ ჭამოთ პური, ცომეული, ტკბილი და 6-7-ის მერე ნუ შეჭამთ, მე მასე ვაკეთებ. მე ვარ წყლის დიეტაზე. პური ამოვიღე და 6-ის მერე არ ვჭამ და 3 ლიტრამდე ვსვამ წყალს. 18-საათიანი დიეტა - საღამოს 6-დან მეორე დღის 12-მდე არ ჭამ, ცომეული ცოტა და ტკბილი საერთოდ არა, მსუბუქი ვარჯიშები 15 წუთი მაინც. მე 7 კგ მოვიკელი. პური ამოიღეთ და რასაც ჭამთ საერთოდ, ეცადეთ მოხარშულები მიიღოთ. ცოტა-ცოტა და ორი-სამი საათის ინტერვალი.
თქვენც შემოგვთავაზეთ თქვენი ვერსიები.