- კაჭოს ჭკვიანი კვება ესაა სწორი კვების ანალოგი, რომელიც ბიო დანამატების მეშვეობით და სწორად შერჩეული საკვებით ადამიანს ეხმარება, უკვე
- ყველამ იცის, რომ პური და ტკბილეული წონის პირველი მტერია, ამას გარდა რას კრძალავს კაჭოს ჭკვიანი კვება?
- ცომეული, ტკბილეული და ცხიმი - ეს სამი კომპონენტი ანადგურებს ორგანიზმს, მარილიც საზიანოა, თუმცა, მე მაინც ვაძლევ მცირე რაოდენობ- როგორც მივხვდი, ის ადამიანები ვინც შენეულ დიეტაში ერთვება, ყველა ულუფას გითანხმებენ...
- დიახ, მითანხმებენ. მე ვაძლევ რეკომენდაციას რა ამოიღონ, რა დაამატონ. მე მათთვის ვარ კონტროლიც, სტიმულიც, მოტივაციაც, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ფსიქოლოგიურად არ გატყდნენ და ბოლომდე მიიყვანონ საქმე. ინტერნეტით ვურთიერთობ ყველასთან, მაქვს ჯგუფი, სადაც 30 000 ადამიანია გაწევრებული და ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, თუ რაიმე კონკრეტული აინტერესებთ უკვე პირად შეტყობინებებში ვაგრძელებთ მიმოწერას.- რთული არ არის ამდენ ადამიანთან ურთერთობა, ყველას თავისი მოსაზრება და შეხედულება აქვს...
- არ მეგონა, თუ ასეთი რთული იქნებოდა, მაგრამ ერთი წლის თავზე უკვე თავს მივცემ უფლებას, რომ ვთქვა, ხალხთან ურთიერთობაზე რთული, მგონი არაფერია. ყველას ინდივიდუალური მიდგომა უნდა, სხვადასხვა ხასიათი აქვთ, სხვადასხვაგვარად უნდა აუხსნა და ა.შ. ეს ყოფილა ურთულესი. დღის ბოლოს ადამიანად აღარ ვვარგივარ, საერთოდ ძალა არ მაქვს ხოლმე.
- შედეგებით კმაყოფილები არიან?
- არის 15-დღიანი კურსი, რომლითაც იკლებენ დაახლოებით 5-7 კილოს, 25-დღიანი - რომლითაც შესაძლებელია 10-12 კილოს დაკლება, 40-დღიანი კურსით - 18-20 კგ-ს და ა.შ. კურსის დასრულების შემდეგ ჩემთან კონტაქტს არ წყვეტენ, რომ აღარ დაუბრუნდნენ უწინდელ რეჟიმს და არ მოიმატონ. ორგანიზმი ეჩვევა დაბალ კალორიებს, კუჭი პატარავდება, აღარ უჩნდებათ საჭმლის დიდი რაოდენობით მიღების სურვილი, იკვებებიან ჩვეულებრივ რეჟიმში და აღარ იმატებენ.- როდესაც ამდენ ადამიანთან გიწევს კონტაქტი, ბუნებრივია პრეტენზიებიც იქნება....
- დიახ, რა თქმა უნდა, შემხვედრია, პრეტენზიული, ზრდილობიანი, რთულად გასაგები ადამიანიც, ყველანაირ ტიპაჟთან მქონია ურთიერთობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თურმე ადამიანებს აქამდე არ ვიცნობდი. მე ადამიანებს ყოველთვის ვუყურებდი სცენიდან, მოსმენილით აღფრთოვანებულებს, გაღიმებულებს, ასეთი დოზით კონტაქტში არ ვყოფილვარ და ძალიან ბერვი მასწავლა ამ ურთიერთობებმა. ზოგი ვერ იგებს, ათჯერ უნდა აუხსნა, ზოგს უცნაური კითხვები აქვს, ზოგს ისეთი აზრი ებადება, შეიძლება ჭკუიდან შეიშალო, თუმცა ვცდილობ, ეს ყველაფერი მშვიდად ავიტანო, თუ რაიმე ზღვარგადასულს არ იტყვიან. ასეთი პრეტენზიული არის 1%, ძირითადი ნაწილი შეგნებული ადამიანები არიან, ესმით ყველაფერი და მომყვებიან.- ამ ყველაფრის ფონზე, ალბათ გაასმაგებულ ყურადღებას უთმობ საკუთარ წონას. როდესაც ამდენი ადამიანისთვის მაგალითის მიმცემი ხარ, ეს აასმაგებს პასუხისმგებლობის გრძნობას...
- რასაკვირველია. ოპერაციიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ შიმშილის გრძნობა იწყებს აღდგენას, გშივდება და ჭამ, თუ არ გააკონტროლე თავი, ისევ იმავე წონას დაუბრუნდები, რაც ოპერაციამდე გქონდა. მე ერთ წლის წინ აღმოვაჩინე კვების ეს რეჟიმი და მის იმედად ვარ, დაზღვეული ვარ, რომ აღარ მოვიმატებ. როგორც კი ვამჩნევ, რომ რამდენიმე კილო მოვიმატე, მაშინვე გადავდივარ კოქტეილებზე და ვიკლებ. მე რომ დავკარგო ფორმა, ბუნებრივია, ამდენი ადამიანისთვის აღარაფერი ვიქნები. ამ ეტაპზე მეტის დაკლება არ მინდა, რადგან მჭირდება სხეულზე პლასტიკური ოპერაციები მუცლის და მკერდის არეში. როცა გავიკეთებ, მერე ხელახლა დავიწყებ კაჭოს კვებას, რომ 67 კგ-ზე ჩამოვიდე.ციცი ომანიძე