დედების სალონითავის მოვლა
"დიახ, დაკიდებული მუცელი და სტრიები მაქვს, მაგრამ ძლიერი ქალი და დედა ვარ!" - სამი შვილის დედის საოცარი პოსტი და ფოტოები, რომლებმაც ქალები გააერთიანა
"დიახ, დაკიდებული მუცელი და სტრიები მაქვს, მაგრამ ძლიერი ქალი და დედა ვარ!" - სამი შვილის დედის საოცარი პოსტი და ფოტოები, რომლებმაც ქალები გააერთიანა
ირაის კადენა ინსტაგრამისა და ფეისბუქის ნამდვილი ვარსკვლავია. 3 შვილის დედას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს იმ მიდგომების გამო, რაც მას აქვს ცხოვრების მიმართ. სამმა ორსულობამ, მშობიარობამ, ასევე წონის ცვალებადობამ მის სხეულზე თავისი კვალი დატოვა, თუმცა ირაისს მიაჩნია, რომ ეს "ნაკვალევი" მას სულაც არ აუშნოებს. პირიქით, ეს მისი სილამაზე და სიძლიერეა, გამუდმებით იღებს ფოტოებს და უზიარებს დედებს ემოციურ პოსტებთან ერთად.

"აღტაცებული ვარ ყველა იმ ქალით, ვინც ძლიერი რჩება, სხეულის სხვადასხვა ცვლილების მიუხედავად. იმის ნაცვლად, რომ ჩავვარდეთ დეპრესიაში, ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენი სხეული, მისი
ცვლილებები და გვიყვარდეს ერთმანეთი. 
ასევე აღტაცებული ვარ მამაკაცებით, რომლებიც ჩვენთან რჩებიან და კვლავ გვაგრძნობინებენ თავს სასურველ და ლამაზ ქალად, ხმარში გვიდგანან ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. ქალობა არც ისე იოლია. ქალი გაცილებით მეტ ფიზიკურ ცვლილებას განიცდის მთელი ცხოვრების განმავლობაში. და ადამიანი, რომელსაც ეს ესმის, აღტაცების ღირსია.
გოგოებო, განაგრძეთ ოცნებებისთვის ბრძოლა და დაივიწყეთ ყველა სტერეიტიპი - ყველანი თავისებურად ლამაზები ხართ", - ამბობს ირაისი.

mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
ბეჭდვა