"თითქმის ერთი წელი, სანამ არ დავიკელი, სახლში ვიყავი გამოკეტილი" - ორი შვილის დედა, რომელმაც 8 თვეში 40 კილოზე მეტი დაიკლო
"თითქმის ერთი წელი, სანამ არ დავიკელი, სახლში ვიყავი გამოკეტილი" - ორი შვილის დედა, რომელმაც 8 თვეში 40 კილოზე მეტი დაიკლო
26 წლის ნინი აფრასიძემ 116 კილოგრამიდან 75 კილოგრამამდე დაიკლო. ჰყავს ორი შვილი, მუშაობს, სწავლობს და ვარჯიშობს. უკვე 8 წელია წონას ინარჩუნებს დამიზნის მიღწევამდე დარჩენილ კილოგრამებსაც აქტიურად ებრძვის. ნინიგვიყვება, როგორ მივიდა 116 კილოგრამამდე და რა გზა გაიარა იმისათვის, რომ სასურველი შედეგისთვის მიეღწია.

mshoblebi

- უშვილობაზე ჰორმონალური წამლებით ვიმკურნალე, რის გამოც 7 თვეში 58 კილო მოვიმატე. მშობიარობიდან 8 თვის შემდეგ სწორი კვება და ვარჯიში დავიწყე, რამაც განაპირობა კიდეც წონის კლება.

- ვიდრე დაიკლებდით, რა დისკომფორტი იყო თქვენთვის ზედმეტი წონა?

- სახლიდან გასვლის სურვილი არ
მქონდა. ბავშვი გასასეირნებლად ისეთ დროს გამყავდა, არავის რომ არ დავენახე. დაახლოებით ერთი წელი, სანამ არ დავიკელი, სახლში ვიყავი გამოკეტილი. "რამხელა ხარ", "დინოზავრი ხარ"- ბევრჯერ გამიგია მსგავსი ფრაზები და ძალიან რთული იყო ნამდვილად.

- რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია, რომ წონაში დაგეკლოთ?

- მთავარი მოტივაცია ჩემი შვილი იყო, რომელსაც დღემდე არ მოსწონს ჩემი წონა. დამყვება სავარჯიშო დარბაზში და დიდ სტიმულს მაძლევს.

mshoblebi

- გარდა იმისა, რომ ვიზუალურად შეიცვალეთ, კიდევ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც დაიკელით?

- ძალიან შევიცვალე, ფსიქოლოგიურად უფრო ძლიერი გავხდი, აღარ ვიმალები, დავდივარ ყველგან, სადაც მინდა, რომ წავიდე და იმ ყურადღებას ვგრძნობ, რაც მანამდე არ მქონდა.

- რამდენ ხანში მოახერხეთ დაკლება?

- დაახლოებით 8-9 თვე დამჭირდა,
თუმცა შენარჩუნება უფრო გამიჭირდა, ვიდრე დაკლება. არის პერიოდები, როდესაც ცოტას ვიმატებ, მერე ისევ ვიკლებ. ახლა კვირაში 4 დღე ვვარჯიშობ და კვებასაც მაქსიმალურად ვიცავ. გარდა ამისა, მინდა კიდევ 15 კილოგრამის დაკლება, რასაც ალბათ მარტის ბოლომდე ჩემს ტრენერთან ერთად მოვახერხებ.

- დადებითი შედეგის გარდა, რაიმე ცუდი ფაქტი ხომ არ მოჰყოლია კლების პროცესს?

- დასაწყისში, 2-3 კვირის განმავლობაში ცუდად შეიძლება გახდე, შეიძლება გრძნობდე თავბრუსხვევას, გულისრევასა და სისუსტეს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს იმისმიზეზი, რომ დანებდე. ეს ყველაფერი სამი კვირის შემდეგ გაივლის.

- თქვენ რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?

-წყლის დალევა. დღემდე ყველაზე რთულია იმიტომ, რომ არ მიყვარს წყალი. უშაქრო ყავასა და ჩაიზე მიჩვევაც ძალიან გამიჭირდა. 5 თვე დამჭირდა, რომ მივჩვეოდი.

mshoblebi

- რამდენი ხანია, რაც წონას ინარჩუნებთ?

- დაახლოებით 8 წელია, წონას ვინარჩუნებ.

- რა როლს თამაშობს სწორი კვება თქვენი შვილების რაციონში?

- ოჯახში სწორად ვიკვებებით და ჩემი შვილების რაციონშიც, რა თქმა უნდა, ჯანსაღი პროდუქტები შედის.

- რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ზედმეტ კილოგრამებს ებრძვიან?

- დააფასონ და შეიყვარონ საკუთარი თავი. მთავარია, მოგწონდეთ თქვენი თავი და თუ არ მოგწონთ, აუცილებლად უნდა მიაღწიოთ სასურველ შედეგს. არ აქვს მნიშვნელობა, ერთი წელი დაგჭირდებათ თუ ექვსი თვე. მთავარია მიზანი და შედეგი აუცილებლად იქნება.

- რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ დიეტით ცდილობენ დაკლებას?

- დიეტა არ უნდა იყოს შიმშილი, რადგან ასე შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეიქმნათ.მთავარია არ იშიმშილოთ და სწორად გაანაწილოთ კალორიები დღის განმავლობაში.

- ხომ არ აპირებთ სოციალურ ქსელში რაიმე აქტივობის დაგეგმვას, რითაც საკუთარ გამოცდილებას სხვებსაც გაუზიარებთ?

- დიახ, ბლოგის გაკეთებას ვფიქრობ. ალბათ უფრო მაშინ, როცა საბოლოოდ მივაღწევ მიზანს. ბევრი ადამიანი მწერს, უკვე ბევრი რამ ვიცი სწორ კვებაზე, მაქვს უამრავი რეცეპტი და ჩემს ტრენერთნ ერთად შემიძლია ბევრ ადამიანს მივცე პრაქტიკული რჩევა.

თამარ იაკობაშვილი

18536
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები