1. ღრმად ისუნთქეთ - მაგალითად, მაღაზიაში ხართ, სალაროს რიგში. რამდენიმე თავისუფალი წუთი გაქვთ და თან ნერვები არ გყოფნით. მაშინვე გამონახეთ დრო ღრმა სუნთქვისთვის. თუნდაც 5 ნელი და ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა გააკეთეთ. მაშინვე დაწყნარდებით. ასეთივე სუნთქვითი ვარჯიშები დაგეხმარებათ, როცა ბავშვი ძალიან
2. მეტი იმოძრავეთ - თუნდაც ისეთი სამუშაო გქონდეთ, რომ დიდხანს ჯდომა გიწევთ, არ დაგავიწყდეთ მოძრაობა, გავარჯიშება. მოიგონეთ რამე მიზეზი და ადექით ხოლმე, გაიარ-გამოიარეთ. გააკეთეთ მარტივი წრიული მოძრაობები ხელებით, თავი მიატრიალ-მოატრიალეთ. სხეულსაც გამოაფხიზლებთ და უკეთაც იმუშავებთ.
3. ისეირნეთ - სუფთა ჰაერზე სეირნობა ყველასთვის კარგია, განსაკუთრებით, დაძაბული და გადაღლილი ადამიანისთვის. ახლა ბევრი მიზეზი გაქვთ ამისთვის – ბავშვიც გაასეირნეთ და თქვენც ისეირნეთ. ოღონდ ბავშვთან ერთად უნდა იმოძრაოთ თქვენც, და არა ისე, რომ ბავშვი თამაშობდეს და თქვენ ერთი საათი სკამზე იჯდეთ.
4. იოცნებეთ - არ დაივიწყოთ ოცნება. თუნდაც დღეში რამდენიმე წუთს. ეს ახალ ძალებს შეგმატებთ. დაგეხმარებათ მიზანზე კონცენტრირებაში,
5. არ დაივიწყოთ ღიმილი - ყოველთვის შეგიძლიათ მოძებნოთ საბაბი ღიმილისთვის. ბავშვები იმდენ სახალისო რამეს აკეთებენ, ამაზე ხშირად გაგეღიმებათ, მთავარია, სწორად შეხედოთ ყველაფერს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კარგი განწყობა მოდის არა მხოლოდ პოზიტიური ემოციებით, არამედ პოზიტიური ემოციები ღიმილსაც მოაქვს. გაიხსენეთ რაიმე სახალისო მომენტი თქვენი ცხოვრებიდან, მხიარული მულტფილმი, ფილმი და გაიღიმეთ.
6. ხშირად იხუმრეთ - ჯანსაღი იუმორი ყველასთვის კარგია. ალბათ შეგიმჩნევიათ, დაძაბული სამუშაო დღის ბოლოს როგორ იოლად გეცინებათ სულელურ ხუმრობებზეც კი. ამგვარად გამოდის დაძაბულობიდან ადამიანი.
7. ყოველთვის გახსოვდეთ: რაც უნდა ცუდი რამ მოხდეს, ყოველთვის შეიძლება იფიქრო, რომ ამაზე უარესიც შეიძლებოდა ყოფილიყო და გახსოვდეთ ისიც, რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. გახსოვდეთ, რომ თქვენ უკვე ხართ ძალიან ბედნიერი – თქვენ ხომ დედა გქვიათ!
8.ასევე შეგვიძლია გირჩიოთ დამამშვიდებელი ნაყენები, რომლებიც თავად შეგიძლიათ მოამზადოთ ან სახის მოსავლელი ხალხური, უმარტივესი რეცეპტები.