"მესამე ორსულობისას 25 კილო მოვიმატე... ლაქტაციის დროსაც დამემატა კილოგრამები... ამ რეჟიმით ერთ თვეში 10 კილო მოვიკელი" - სამი შვილის დედა სხვებსაც უზიარებს თავის გამოცდილებას
"მესამე ორსულობისას 25 კილო მოვიმატე... ლაქტაციის დროსაც დამემატა კილოგრამები... ამ რეჟიმით ერთ თვეში 10 კილო მოვიკელი" - სამი შვილის დედა სხვებსაც უზიარებს თავის გამოცდილებას
მერი ბლიაძე ჩვენი ვებგვერდის ჟურნალისტია. რამდენიმე თვის წინ გახდა დედა (მესამედ) და ორსულობისას და შემდეგაც საკმაოდ მოიმატა წონაში, რასაც განიცდიდა. თუმცა დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, რომ დაებრუნებინა უწინდელი წონა და ახლა სხვა ქალბატონებს უზიარებს თავის გამოცდილებას:

"ძალიან ბევრი მწერს დიეტასთან და ჩემს დაკლებულ კილოგრამებთან დაკავშირებით, ამიტომ გადავწყვიტე პოსტი მიმეძღვნა ამ ამბისთვის. შესაძლოა ცოტა ვრცელი გამოვიდეს, მაგრამ იმედია, არ დაგღლით. ორგანიზმიდან გამომდინარე მაინც ყველაფერი ინდივიდუალურია, ამიტომ შენი დაკლებული კილოგრამების გარანტი ვერ გავხდები, მაგრამ გეტყვი, რომ მთავარია მიზანი, მონდომება და შეუძლებელი მართლა არაფერია.
აბა, წარმოიდგინე, დგახარ სარკის წინ და იმდენად გიხდება ყველა ფერადი კაბა, მოტკეცილი ჯინსი, მოკლე შორტი, რომ ვერ წყვეტ, რომელი ჩაიცვა...

ჩემი ამბავი კი ასე დაიწყო...
ორსულობის დროს 25 კილო მოვიმატე. არსებობს ასეთი მითი, რომ ლაქტაციის დროს დედა საგრძნობლად იკლებს. ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა, ერთ თვეში იმ წონას გადავაჭარბე, რაც ცხრა თვის ორსული ვიყავი. თან იყო მესამე საკეისრო, ეს კიდევ დამატებითი პრობლემაა, როცა დაკლება გინდა, თუ რატომ ამის განხილვას აღარ დავიწყებ. თითოეული ზედმეტი კილოგრამი ძალიან მოქმედებს ჩემს თავდაჯერებულობაზე, შრომისუნარიანობაზე, ხალისზე, განწყობაზე და ა.შ. მე კიდევ ყველაზე მეტად მაშინ არ მიყვარს ჩემი თავი, როცა თავ-პირი ჩამომტირის. რა უნდა მოიმოქმედოს დედამ, რომელსაც უნდა 25 კილოს დაკლება, მაგრამ 5
თვის პატარა ჰყავს ბუნებრივ კვებაზე? არადა, მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო დისტანციურად მუშაობის პერიოდი და სანამ სამსახურში გავალ, ბავშვმა მიიღოს ჩემგან ის უდიდესი საჩუქარი, რასაც დედის რძე ჰქვია. ამ დროს საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდა სწორი კვება. ერთ-ერთმა ტრენერმა შემიდგინა სპეციალური მენიუ, რომელსაც აქ ვერ დავწერ (აზრიც არ აქვს), ვინაიდან ეს ჩემი აღნაგობიდან, მდგომარეობიდან, ფორმებიდან და კილოგრამებიდან გამომდინარე შედგა.
ასე რომ, ზოგად რჩევებს გაგიზიარებთ.
mshoblebi
პირველი და მთავარი, დღის განმავლობაში ვიღებ ორიდან სამ ლიტრამდე წყალს, ნაკლები არც განიხილება. ვიკვებები საათობრივად - 9, 12, 3, 6.
დილა შეგიძლიათ დაიწყოთ შვრიით, მოხარშული კვერცხით და ფინჯანი ყავით, გნებავთ - ჩაით. დღის განმავლობაში ბოსტნეულს ვიღებ როგორც ცოცხლად, სალათების სახით, ისე მოთუშულს, სელის ზეთთან ერთად (ბოსტნეულში მოიაზრება ყველაფერი, გარდა კარტოფილის და ჭარხლისა). მოხარშული ფილე, საქლონლის, ინდაურის ხორცი, თევზი. ხორცეულს ვანაწილებ დღეების განმავლობაში, ვთქვათ, დღეს მოვხარშე ქათმის ფილე, ხვალ ვიმზადებ საქონლის ხორცს, მერე - თევზს და ა.შ. რაც მეტ ცილას მიიღებთ, უკეთესი, უფრო სწარაფად დაიკლებთ. ხორცეულთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ წიწიბურა, ასევე 1.5% მაწონი. 5%-მდე ხაჭო. ხილს ვჭამ დღეში 400 გრამს, გარდა ბანანის, ლეღვის და ყურძნისა.

რაც შეეხება ხილს, შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ მწვანე ვაშლი დაგეხმარებათ წონის კლებაში. მწვანე ვაშლი დიეტურ ბოჭკოებს შეიცავს, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ასევე გეხმარება მადის კონტროლირებაში. მწვანე ვაშლი დაგანაყრებთ და ხელმეორედ ჭამას თავიდან აირიდებთ.
ვაშლი პერიოდულად ჩაანაცვლეთ გრეიპფრუტით. ის არის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი, რომელიც წვავს კალორიებს და წარმატებით ებრძვის ჭარბ წონას. გრეიპფრუტი მდიდარია კალიუმით, ნატრიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორით. ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს რკინა, თუთია, სელენი, სპილენძი, ფტორი და სხვ. გრეიპფრუტში ყველაზე მეტი რაოდენობით С ვიტამინია. ჭამის წინ ნახევარი გრეიპფრუტის მიღება საკმაოდ დიდ როლს თამაშობს წონის კლებაში.

დიეტის დროს კარგია მოცვი. ის ერთ-ერთი ხილია, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, მუცლის ქონის მტერია. მისი კალორიულობა 100 გრამზე 57 კკალორიაა. მოცვი ორგანიზმში არსებულ ე.წ. „თეთრ“ ცხიმს გარდაქმნის „კრემისფერ“ ცხიმად, რომელიც კალორიების წვის პროცესში ორგანიზმიდან გამოიდევნება.
საზამთროზე და ნესვზე აღარ დავწერ, ორივე ისედაც ჩემი ცხოვრებაა...

დღის განმავლობაში მიიღეთ 1-2 ფინჯანი მწვანე ჩაი. მწვანე ჩაი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო გასახდომი საშუალებაა. შეიცავს EGCG ინგრედიენტს, რომელიც უზრუნველყოფს ცხიმის წვას. ამერიკული კვლევების თანახმად, მწვანე ჩაი ზრდის მეტაბოლიზმის დონეს და ანადგურებს ცხიმს ორგანიზმში. ამავე დროს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს სტრესს და ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს.
ზოგჯერ ცოტას ვცუღლუტობ და თუ ძალიან მომშივდება, მაქსიმუმ 8 საათზე ვჭამ 0%-იან ხაჭოს ან მაწონს. სრულიად დაივიწყეთ შაქარი, არანაირი პურ-ფუნთუშეული, მათ შორის "ხლებცი", "ლავაში" და მსგავსი, მაკარონი, ვერმიშელი სპაგეტი, მაიონეზი, კეტჩუპი, გაზიანი სასმელი, ჩიფსი და ა.შ.
და ბოლოს, აუცილებლად მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. გეძინოთ 12 საათზე და აუცილებლად მიიღეთ პირველი კვება დილის 9 საათზე. ყავა უშაქრო, რამდენიც და როცა გენებოთ.

შესაძლოა ახალი და განსხვავებული არაფერი მითქვამს, მაგრამ მე ამ რეჟიმით ზუსტად ერთ თვეში 10 კილო დავიკელი. წინ კიდევ 10-15 კილო მელოდება. 60 კილომდე რომ ჩამოვალ, კვლავ შევხვდებით".
26497
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ტასო
5
მშიერი თუ ვიქნები რა თქმა უნდა დავიკლებ,არც ისაო,არც ესაო,აბა წყალი არ გამასუქებს,ეს ყველაფერი ტყუილია,ასეთი დიეტით რასაც დაიკლებ 2 იმდენს მოიმატებ,მთელი ცხოვრება დიეტაზე ვერ იქნები,ამიტომ ყველაზე სწორი არის ჯამრთელობა და სწორი კვება,თუ ჰორმონალური დარღვევა არ მოიწესრიგე რაც უნდა დიეტა დაიცვა,როგორც კი დაარღვევ ეგრევე გასუქდები.
11:53 / 17-08-2020
ჟანა
1
კვირაში ერთხელ ერთი ნამცხვრის შეჭმაც კი შეგიძლიათ. ჭამეთ ყველაფერი გრილზე გაკეთებული. ყავა არც უშაქრო და არც შაქრიანი ხელს არ შეგიწყობთ გახდომაში,რადგან ორგანიზმში სითხეს აკავებს. ასევე მაქსიმალურად შეზღუდეთ ცომეული და მარილი და თავადაც გაოცებული დარებით სწრაფი დაკლებით.
16:13 / 16-08-2020
მსგავსი სიახლეები