დედების სალონითავის მოვლა
გათხოვდეს, გააჩინოს შვილები, აკეთებდეს სახლში ყველაფერს, გამოიყურებოდეს მოდელივით და თან - წარმატებული იყოს სამსახურშიც - თანამედროვე ქალების ტვირთი
გათხოვდეს, გააჩინოს შვილები, აკეთებდეს სახლში ყველაფერს, გამოიყურებოდეს მოდელივით და თან - წარმატებული იყოს სამსახურშიც - თანამედროვე ქალების ტვირთი
ქალის ცხოვრება გარკვეულწილად მისი აღზრდის სტილზეა დამოკიდებული. ხშირია შემთხვევები, როდესაც სწორედ დედები ჩასჩიჩინებენ გოგონებს, რომ ოჯახური ბედნიერებისთვის აუცილებელია მსხვერპლის გაღება. მაგალითად თუნდაც კონკიას ზრაპარი ავიღოთ, რომელშიც კარგად არის ასახული, თუ როგორი უსამართლობისა და დამცირების მსხვერპლი იყო ზღაპროს მთავარი გმირი, სანამ უფლისწულის რჩეული გახდებოდა.

მსგავსი ზღაპრები ყველა გოგონას მოუსმენია. გოგონები უყურებენ დაღლილ დედებს, რომლებიც დილით უთენია დგებიან, რათა ოჯახის წევრებს საუზმე მიუმზადონ, მოასწრონ სახლის საქმეები და საკუთარი თავისთვის ყველაფერი ენანებათ, დროის ჩათვლით. ასე გრძელდება მთელი ცხოვრება, თეთრ ცხენზე ამხედრებული უფლისწული კი
არსად ჩანს. ბავშვი დარწმუნებულია, რომ ეს არის რეალური ცხოვრება და რომ სხვანაირად "იდეალური ქალობა" წარმუდგენელია.
ქალი ვალდებულია ემსახუროს ოჯახს, აღზარდოს შვილები, ჰქონდეს ყველაფერი წესრიგში, შეასრულოს ქმრის სურვილები.
ყველაფერი საუკეთესო შვილებს, ყველაფერი გემრიელი - ქმარს. თავად მას რა? არასფრულფასოვნების კომპლექსი. რატომ ხდება ასე?
სამწუხაროდ, ქალების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ სწორედ ეს არის ქალის ცხოვრება და სხვანაირი ცხოვრება ვერც კი წარმოუდგენიათ და ხშირ შემთხვევაში არც კი უნდათ.

გაგიკვირდებათ და 21-ე საუკუნეში კიდევ არსებობს ეს სტერეოტიპი, რომ ქალის ადგილი არის მხოლოდ სამზარეულოში, გაზქურასთან. ქალების მიმართ მოთხოვნები კი დღითი დღე იზრდება
და ქალიც ამ მოთხოვნების შესასრულებლად ყველაფერს აკეთებს. იმის გარდა, რომ ხანდახან დროისა და შრომის მენეჯმენტი ცოტათი მაინც გამოიყენოს თავის სასარგებლოდ და საქმის ოდნავ გასამარტივებლად - მაგალითად, ზოგიერთი ვალდებულება და საოჯახო საქმე ქმარსა და შვილებს გადაუნაწილოს. ასე ხომ ისინიც მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობენ და მასაც შეეშველებიან. ხომ არ არის რთული?
mshoblebi
თანამედროვე სამყარო მაინც ვითარდება და წარმატებული ქალის ფორმულად თითქოს ნელ-ნელა იცვლება და ვიღებთ აბსოლუტურად საპირისპირო მანდილოსანს, ოღონდ, მასაც დაღლილს და არაბედნიერს.

თანამედროვე ქალი უნდა გათხოვდეს, გააჩინოს შვილები, აკეთებდეს სახლში ყველაფერს, გამოიყურებოდეს მოდელივით და თან - წარმატებული ოყოს სამსახურშიც. ამ ქალებისთვის უპირველეს ყოვლისა ოჯახი შეიძლება არ არის, ის სამსახურმა და კარიერამ ჩაანაცვლა, თუმცა ცდილობს, ყველგან იდეალური იყოს და იდეალურობის დევნაში ჩვეულებრივ ბორბალში ჩაბმულ ციყვს ემსგავსება, რომელიც გამუდმებულ აქტივობაშია და დასვენებისთვის არასდროს სცალია. ეს, რა თქმა უნდა, ადამიანური რესურსების სწრაფ გადახარჯვას იწვევს და ერთ დღესაც ქალი აღმოაჩენს, რომ ყველაფრის მოსწრებასა და იდეალურობის დევნაში საერთოდ გამოტოვა ადამიანური ცხოვრება, ადამიანური სიამოვნებები, ემოციები და თუნდაც იმის დროც კი არ რჩებოდა, შვილებთან ნორმალური საუბრით, მოფერებით ან ქმართან რომანტიკული ურთიერთობით გაებედნიერებინა თავი, ხანდახან მაინც.

ზოგიერთი ქალი სულაც უარს ამბობს ყოველგვარ სიამოვნებაზე, ოჯახის გვერდით ყოფნაზეც კი და მისი კეთილდღეობისთვის ემიგრაციაში მიდის, შრომობს დაუსრულებლად, იკლებს ყველაფერს და მთლიანად იღებს საკუთარ თავზე ოჯახის რჩენას. წლების განმავლობაში ის ასევე ჩვეულებრივი მსხვერპლია, ოჯახს შეწირული...

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სინამდვილეში ჯობს, ქალებმა მოუსმინონ საკუთარ თავს, რა უნდათ მათ, რა სჭირდებათ, სად და როგორ გრძნობენ თავს კომფორტულად. გახსოვდეთ, რომ ადამიანებს აქვთ ერთი ცხოვრება და ის ისე უნდა გაატარონ, როგორც მათ უნდათ, ისე, რომ თავი ბედნიერად და რეალიზებულად იგრძნონ. უბედური ცოლი და დედა არავის ჭირდება. ყველა კარგი დიასახლისი და ყველა წარმატებული საქმიანი ქალი ვერ იქნება, ზოგი ოჯახში გრძნობს თავს კომფორტულად, ზოგიც - სამსახურში. ეს თავად ქალმა უნდა განსაზღვროს, სად იქნება უფრო ბედნიერი, აი, ეს გრძნობა არის მთავარი. ეცადოს, არ აიღოს ყველაფერი მხოლოდ საკუთარ თავსა და მხრებზე, ფიზიკურადაც და მორალურადაც, რომ არ გადაიწვას. ხანდახან მაინც ჰკითხოს საკუთარ თავს, რა უნდა, რა აბედნიერებს, რა სიამოვნებს და საკუთარ თავსაც დაუთმოს ხოლმე ცოტა დრო. როცა ქალი თავს კომფორტულად გრძნობს, სამსახური იქნება ის თუ სამზარეულო, ხანდახან მაინც ისვენებს  და რჩება დრო, აღიქვას, რა არის ოჯახური ბედნიერება თუ ბედნიერება იმისა, რომ პიროვნულად რეალიზებულია, დაგვერწმუნეთ, ბევრად წარმატებული და რეალიზებული იქნება და მისი ოჯახიც ბევრად კამაყოფილი იქნება. გაუფრთხილდით საკუთარ თავებს. როცა დედა ბედნიერი და გახარებულია, ოჯახიც ბედნიერია. ხოლო სასოწარკვეთილ და სულ სხვებზე ზრუნვასა და საქმეებში ჩაფლულ გადაღლილ, სახეწაშლილ დედას ოჯახი კი ეყოლება გამოკვებილი, გასუფთავებული, სახლიც დალაგებული და ქმარიც დანაყრებული, მაგრამ არა - ბედნიერი.
ბეჭდვა