"50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ქალი ხში­რად უარს ამ­ბობს სექსზე... როდესაც ადამიანს არ აქვს ჰარმონიული სექსი, ის არ არის ბედნიერი და ბოროტდება" - სექსოლოგი ზურაბ მარშანია
"50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ქალი ხში­რად უარს ამ­ბობს სექსზე... როდესაც ადამიანს არ აქვს ჰარმონიული სექსი, ის არ არის ბედნიერი და ბოროტდება" - სექსოლოგი ზურაბ მარშანია
ლი­ბი­დოს, ანუ სქე­სობ­რი­ვი ლტოლ­ვის და­კარ­გვა ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებ­ში საკ­მა­ოდ ხში­რი და სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. პრობ­ლე­მა ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა, სექ­სო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ სა­კი­თხით ექიმ­თან მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა გაზ­რდი­ლია.

სექ­სო­ლო­გი ზუ­რაბ მარ­შა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ქორ­წი­ნე­ბის გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზად სწო­რედ სქე­სობ­რი­ვი ლტოლ­ვის და­კარ­გვას ასა­ხე­ლებს, თუმ­ცა მისი თქმით, ხში­რად წყვი­ლე­ბი ამას ერ­თმა­ნეთ­თან სა­უ­ბარ­შიც კი არ აღი­ა­რე­ბენ.

"ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბა კლი­ნი­კურ სექ­სო­ლო­გი­ა­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია რო­გორც სქე­სობ­რი­ვი ლტოლ­ვის შემ­ცი­რე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს რო­გორც ქალს, ისე მა­მა­კაცს. მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კით, ქა­ლებ­ში პრობ­ლე­მა მა­მა­კა­ცებ­ზე ხში­რად გვხვდე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი სტა­ტის­ტი­კა არ
არ­სე­ბობს.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, ძი­რი­თა­დად რა ასა­კის პა­ცი­ენ­ტე­ბი მოგ­მარ­თა­ვენ?


- რო­გორც მა­მა­კა­ცი ასაკ­ში შეს­ვლის შემ­დეგ უფრო მო­წყვლა­დია სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ი­სად­მი, ასე­ვეა ქა­ლიც. მაგ­რამ იცით, რო­გო­რი მაქვს სტა­ტის­ტი­კა? - ხან­ში­შე­სუ­ლი ქარ­თვე­ლი ქალი ჩემ­თან არ მო­დის... და სა­ერ­თოდ, 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ქალი, ხში­რად უარს ამ­ბობს სექსზე. ფიქ­რო­ბენ, შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს და რა დროს ჩემი სექ­სი­აო, რა შუ­ა­შია შვი­ლიშ­ვი­ლი სექსთან, გა­მა­გე­ბი­ნეთ, ხალხნო? თუ ქალს შე­უძ­ლია, კარ­გა­დაა, რა­ტომ არ უნდა ჰქონ­დეს სექ­სი?

- რო­გორ ხდე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა?


- სექ­სო­ლო­გი ეძებს ჯერ დარ­ღვე­ვე­ბის მი­ზეზს. ფსი­ქო­გე­ნუ­რია დარ­ღვე­ვა თუ სხვა ტი­პის. არის თუ არა ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა მარ­ტი­ვი? სამ­წუ­ხა­როდ არა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ქა­ლებ­ში. მა­მა­კა­ცებ­ში შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვია. გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ეს ტეს­ტოს­ტე­რო­ნის ნაკ­ლე­ბო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ქა­ლის
სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ის მკურ­ნა­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა, უკი­დუ­რე­სად რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვია.

თან მა­მა­კაცს უფრო ყოფ­ნის მოთ­მი­ნე­ბა, ქა­ლებს - არა. ქალი ელის შე­დეგს პირ­ვე­ლი­ვე ვი­ზი­ტი­დან. აი, მო­ვე­დი ბა­ტო­ნო ზუ­რაბ და მო­მარ­ჩი­ნეთ, მეტი აღარ მო­ვალ, მრცხვე­ნია. ვერ მო­ვარ­ჩენ ერთი ვი­ზი­ტით ადა­მი­ანს და ეს უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლია გან­ქორ­წი­ნე­ბის რი­ცხვი...


- გან­ქორ­წი­ნე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზია დის­ჰარ­მო­ნი­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა. ხში­რად წყვი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ვერ უტყდე­ბი­ან ამის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ერთ რა­მეს მა­ინც აღ­ვნიშ­ნავ, რომ ბოლო დროს წყვი­ლებს შო­რის ღი­ა­ო­ბა იზ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

სექ­სო­ლო­გი­ა­ში არ­სე­ბობს ტერ­მი­ნი რა არის სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში მი­სა­ღე­ბი დი­ა­პა­ზო­ნი - ანუ რა მო­სუ­ლა სექსში. რაც უფრო მეტი მო­სუ­ლა, რაც უფრო ღიაა ცოლი და ქმა­რი ერ­თმა­ნეთ­თან, მით უფრო ჰარ­მო­ნი­უ­ლი და ჯან­სა­ღია წყვი­ლი. მი­ხა­რია, რომ ამ კუ­თხით უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს ხდე­ბა ჩემ გა­რე­შე და ჩემი დახ­მა­რე­ბი­თაც. განაგრძეთ კითხვა

86487
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
სასარგებლო ინფორმაცია