ქალის სილამაზის 6 საიდუმლო
ქალის სილამაზის 6 საიდუმლო
ქალის სილამაზის თემას მუდმივად განიხილავენ. ყველას თავისებური გაგება აქვს იმისა, თუ როგორია ლამაზი ქალი და ყველა დროში სხვადასხვანაირად ესმოდათ ქალის სილამაზე. თუმცა მომხიბვლელი ქალი ყოველთვის ლამაზია, ყველა დროში. როგორი უნდა იყოს მიმზიდველი ქალი? ქერა და ცისფერთვალება? ეშხიანი შავთმიანი? იქნებ, წითური? ქალის მომხიბვლელობა პირველ რიგში მის ინდივიდუალურობაშია. ქალი თავდაჯერებული უნდა იყოს და სჯეროდეს საკუთარი მომხიბვლელობის, მერე ამას სხვებიც აღიარებენ და დაიჯერებენ.

1. რაშია თქვენი უნიკალურობა? რა გაქვთ მხოლოდ თქვენ? დაფიქრებულხართ ამაზე? ეს
შეიძლება იყოს გადამდები სიცილი, უშუალო იუმორი, გრაციოზული სიარულის მანერა. ის, რაც ბუნებით გაქვთ მომადლებული. გადახედეთ საკუთარ თავს, საკუთარ თვისებებს, გაიგეთ, რა გაქვთ უნიკალური და ყველაზე მიმზიდველი და მასზე გააკეთეთ აქცენტი.

2. მეორე საიდუმლო დახვეწილობაა. მოვლილი და დახვეწილი ქალი ყოველთვის იწვევს აღტაცებას. ეს ეხება არა მხოლოდ სამოსს, არამედ სახეს, კანს, თმას.

3. სახის კანს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. მოუაროთ, გაისუფთავოთ. ჩვეულებრივი საპონი არც ისე კარგი საშუალებაა, რადგან ის დიდი პროცენტით შეიცავს მჟავებს, რაც კანის მჟავიანობასაც ზრდის. აუცულებლად წაისვით ცხიმიანი კრემი სახის დაბანის შემდეგ. შეიძლება კომსეტიკური ნიღბების გამოყენებათ.

4. კარგი ძილი აუცილებელია ქალის სილამაზისთვის - არანაკლებ 8 საათისა. ეს კანისთვისაც კარგია და საერთოდ, ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით, 35 წლის ზემოთ.

5. ხელები სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხელი ლამაზი, ნაზი და მოვლილი უნდა იყოს. ხელების მოვლა აუცილებელია. ზაფხულში დამატენიანებელი კრემები გამოიყენეთ, ზამთარში - მკვებავები.

6. მთავარი მაინც თავდაჯერებაა. დაიჯერეთ, რომ მომხიბვლელი ხართ და ამაში აუცილებლად დაგეთანხმებიან გარშემო მყოფები.


3245
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?