
- ეს არის საკითხი, რომელიც ყველა ქალისთვის, ნებისმიერ ასაკში, ინტერესის სფეროა. თუმცა, თემა ხშირად დახურულია, მენტალიტეტიდან გამომდინარე. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში მიდგომები, შეფასებები, ღიაობა ამ საკითხებზე უფრო შეცვლილია. მაგრამ, მეტად შესამჩნევია თინეიჯერ და ახალგაზრდა ასაკში. რთულია, ექიმმა რეცეპტი დაუწეროს, რა სიხშირით ჰქონდეს ქალს სქესობრივი კავშირი, მაგრამ, ის აუცილებლად უნდა რეალიზდეს
- ორსულობის დროს რამდენად დასაშვებია სქესობრივი ურთიერთობა?
- შევთანხმდეთ, რომ ორსულობა ავადმყოფობა არ არის. ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობისას სქესობრივი ურთიერთობა არ იკრძალება. თუმცა, თუ არის მოსალოდნელი თვითნებითი აბორტის ან მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის საშიშროება, ან სახეზე გვაქვს პლაცენტის წინამდებარეობა, სისხლიანი გამონადენი, ამ დროს, რა თქმა უნდა, რეკომენდაციები გამკაცრებულია. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია ორსულის მდგომარეობის ინდივიდუალური შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა.- როდესაც გოგონები ნაადრევად იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას, რა საფრთხე შეიძლება შეექმნას მათ ჯანმრთელობას?
- ხშირ შემთხვევაში, გოგონების უმეტესობას ფაქტი გაცნობიერებული არ აქვს და ინსტინქტების დონეზე მოქმედებს. არ აქვთ გააზრებული, რა ნაბიჯს დგამენ, რა შეიძლება- ქალები თავდასაცავად ხშირად იყენებენ საშვილოსნოსშიდა საშუალებას, სპირალს, თუმცა ექსპლუატაციის ვადას აცილებენ. რამდენად იწვევს ეს პრობლემებს?
- სპირალი არის უცხო სხეული, რომელიც საშვილოსნოს ღრუში თავსდება. მას, რა თქმა უნდა, თავისი გაწერილი მოხმარების ვადა აქვს, რომელიც ყველა ქალმა მკაცრად უნდა დაიცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა სპირალის მიხორცება, მისი საშვილოსნოს ღრუდან მიგრაცია, გარკვეული ნაწილის მოძრობა. ზოგადად, ყველა ქალმა, რომელიც სპირალს მოიხმარს, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მიმართოს ექიმს და მისი ლოკალიზაცია შეამოწმოს.თამარ იაკობაშვილი