ჩამოგითვლით რამდენიმე ნიშანს, რაც მიანიშნებს, რომ დროა გაჩერდეთ და დაისვენოთ, იზრუნოთ საკუთარ თავზე, დამშვიდდეთ, გახალისდეთ და განაგრძოთ დედობა, ოღონდ, არა საკუთარი ჯანმრთელობის მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე. შვილებსაც ჯანმრთელი და დასვენებული დედა უფრო უხარიათ:
1. უმარტივესი საქმეებიც კი მიუწვდომლად გეჩვენებათ

ხვალინდელი დღისთვის ტანსაცმლის მომზადება, გარეცხვა, შხაპის მიღება - ეს 2. მუდმივად გავიწყდებათ რაღაცები

გულმავიწყობა - ნორმალურია, განსაკუთრებით მაშინ, თუ შვილები გყავთ. მაგრამ, თუ თქვენ ექიმთან ვიზიტი ან მნიშნელოვან ღონისძიებაზე დასწრება დაგავიწყდათ, რაც რამდენჯერმე შეგახსენეს, საქმე ცუდადაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ტვინი იმდენად გადატვირთულია,ახალი ინფორმაციის დამატების აღარანაირი რესურსი აღარ აქვს. ამავე დროს, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ფსიქიკურადაც გადაიღალეთ. 3. ვერ ახერხებთ დასვენებას მაშინაც კი, როდესაც ძალიან დაღლილი ხართ

ბევრი დედისათვის ეს სიტუაცია ნაცნობია, იმდენი რამის გაკეთება უწევთ, რომ დასვენების ან თუნდაც გვიანობამდე ძილის საშუალება არ აქვთ. აღარ გახსოვთ, ბოლოს როდის იგრძენით თავი დასვენებულად, მსუბუქად და ლაღად. მაშინაც კი, როდესაც დაძინების დრო მოდის, ვერ ისვენებთ, რადგან ამის საშუალებას დაუსრულებელ საქმეებზე ფიქრი არ გაძლევთ. 4. მუდმივად ეჩხუბებით ბავშვებს

როცა ამდენი საქმე გაქვთ, დრო კი სწრაფად გადის, სრულ პანიკასა და სასოწარკვეთაში ვარდებით. აღარც დრო გრჩებათ და აღარც ენერგია, რომ ისეთი მოსიყვარულე დედა იყოთ, როგორიც გინდოდათ, რომ ყოფილიყავით. 5. ყველაფერი გაღიზიანებთ

თავადაც ვერ იგებთ, რატომ გწყინთ ყველაფერი ასე მარტივად. ეს საშინელი გრძნობაა. გეჩვენებათ, რომ ბედნიერების, მხიარულებისა და სიხარულის მნიშვნელობა საერთოდ აღარ იცით. ამ მოცემულობაში უკვე წლებია ცხოვრობთ და ფიქრობთ, რომ კიდევ დიდხანს ვერ გამოხვალთ იქიდან. ყველა გადაწყვეტილებაში ეჭვი გეპარებათ და ცხოვრებას შავ-თეთრ ფერებში უყურებთ. შედეგს კი ბავშვები და მეუღლე ერთად ხედავენ. 6. აღარ გაბედნიერებთ ის, რაც ადრე სიხარულს განიჭებდათ

თუ ადრე პარკში ბავშვებთან და ძაღლთან ერთად სეირნობა, ქსოვა, კითხვა გიყვარდათ, ახლა უკვე არც ეს განიჭებთ ბედნიერებას. სინამდვილეში, საწოლიდან ადგომაც კი არ გინდათ.ამ ნიშნებიდან თუნდაც ერთის არსებობა იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე და სასწრაფოდ უნდა განიტვირთოთ. თუ დასვენებაც არ გშველით, მაშინ სპეციალისტს მიმართეთ და ასე მოაგვარეთ პრობლემა.