თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური ხალხური საშუალებები
თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური ხალხური საშუალებები
თმის ცვენა ქალებსაც აწუხებთ და მამაკაცებსაც. ქალებში ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება ორსულობა-მშობიარობის შემდეგ. ამ დროს ქალი შედარებით გამოცლილია ვიტამინებისგან, დაღლილია და იმუნიტეტიც დაქვეითებული აქვს. შედეგად, ბევრ სხვა სახის პრობლემასთან ერთად თმის ცვენაც იჩენს ხოლმე თავს. თმის ცვენა იცის ასევე ფარისებრი ჯირკვლის, კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა. ამ დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებების, ვიტამინების მიღება.

ჩვენ ასევე რამდენიმე ხალხურ და გამოცდილ მეთოდს გთავაზობთ, რომლებიც დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.
თავის დაბანის შემდეგ კარგია თბილ
წყალში გაზავებული ორი სადილის კოვზი ძმრის გაზავება. ასევე უხდება თმას დაფნის ფოთლის ნახარში. კარგია ჭინჭრის ნაყენის გადავლება, როდესაც თმას დაიბანთ.
ასევე გამოცდილი საშუალებაა 2 სადილის კოვზ სალბს (შალფეის) და 1 სადილის კოვზ ქრისტესისხლას ადუღებული წყალი დაასხით, დააფარეთ ტავზე და 40 წუთით დადგით, რომ განელდეს. შემდეგ გადაწურეთ. ეს ნაყენი გადაივლეთ თავზე დაბანის შემდეგ.

თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბები
კარგია თმის ძირებში გახეხილი ხახვის წვენის ან დაჭყლეტილი ნივრის შეზელვა. შემდეგ პოლიეთილენის პარკი წამოიცვით თავზე, ზემოდან კი პირსახოცი შემოიხვიეთ. 2-3 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.
კარგია 1 ჩაის კოვზი კასტორის ზეთი, 1 ჩაის კოვზი კონიაკი და 1 კვერცხის გული. შეიზილეთ მათი ნაზავი თმის ძირებში. თავი შეიხვიეთ – ცელოფნით და
შემდეგ პირსახოცით და 2 საათში ჩამოიბანეთ.
ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთეთ, შეგიძლიათ, ერთ კვირას ხახვის წვენი შეიწილოთ, მეორე კვირას – კასტორის ნაზავი.
ძალიან ეფექტურია ხახვისა და თაფლის ნიღაბი: ხახვი გახეხეთ და აურიეთ თაფლში (4:1). ეს ნაზავი თავში შეიზილეთ. ნახევარ საათში თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ მშრალი თმა გაქვთ და ქერტლიც, მაშინ ამ ნაზავს შეგიძლიათ ცოტა მცენარეული ზეთიც დაუმატოთ, კარგად შეიზილოთ, თავზე ქუდი დაიხუროთ და ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანოთ.
თმის ცვენისას ასევე ეფექტურია 2 სუფრის კოვზი თაფლის შეზელვა სუფთა თმის ძირებში და 40 წუთის შემდეგ ჩამობანა. გამეორება შეგიძლიათ ორ კვირაში ერთხელ, ერთი თვის განმავლობაში.
ტეგები: თმის ცვენა
24535
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
მაია
0
მქონდა თმის ცვენის პრობლემა და ისედაც თხელი ღერი მაქვს და უკვე ძალიან შესამჩნევი გახდა ეს პრობლემა გარდა ამის მქონდა ფრჩხილების პრობლემა რაც მახსოვს სულ და ვერავინ ხსნიდა რადგან არც ვიტამინების ნაკლებობა მქონდა და არც სხვა რაიმე დარღვევა, მერე აღმოვაჩინე ახალი საშუალება რომელიც გამოვწერე ინტერნეტით და დაახლოებით ორ თვეში ვერ ვცნობდი ვერც თმას და ვერც ფრჩხილებს. საიდუმლო არაა შემიძლია რომ გაგიზიაროთ პირადგი გამოცდილება, რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს შეგიძლიათ მომწეროთ https://www.facebook.com/maia.masharashvili სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას.
15:26 / 16-09-2018
nikita
0
ხოდა მერე მთლიანად რომ გამელოტდებით თმის გადასანერგად წადით.
11:29 / 21-12-2014
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```