უკვე შეღებილი თმის ხელახლა შეღებვისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ოპტიმალურია თმის ღებვა თვენახევარში, ორ თვეში ერთხელ. უკვე შეღებილი თმის ხელახლა შეღებვისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რადგან ერთ ფერზე მეორის დადებამ შესაძლოა გაუთვალისწინებელი რამ გამოიწვიოს, მაგალითად, მოწითალო თმის გაბაცებისას ან ოქროსფრად შეღებვისას მივიღოთ ყვითელი ან სტაფილოსფერი.
ქიმიურად დახვეული თმის გაუფერულება მიზანშეწონილია მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ, როდესაც თმა ბოლომდე აღდგება და სტრუქტურას გაიმყარებს. სხვაგვარად ის ვერ გაუძლებს დატვირთვას და დაზიანდება.
ღებვა მცენარეული საღებავებით
• ნატურალურ საღებავებს უფრო მატონირებელი ეფექტი აქვს, ანუ თმის ღერის მხოლოდ გარეთა შრეში აღწევს, მაგრამ უფრო მეტხანს ძლებს, განსაკუთრებით - რეგულარული გამოყენებისას. ასეთი საღებავები ფერს რადიკალურად არ ცვლის, მაგრამ შეუძლია გაამკვეთროს ელფერი და, რაც მთავარია, გააუმჯობესოს თმის მდგომარეობა.
• სვია, დარიჩინი ღია ფერის თმას აძლევს ოქროსფერ ელფერს.
• გვირილა ოდნავ აბაცებს.
• სალბი თმას აძლევს მოჟღალო-მოყავისფრო ელფერს.
• ხახვი თმას უფრო მკვეთრ ოქროსფერს ანიჭებს. ეფექტი განსაკუთრებით ძლიერი იქნება, თუ დაბანისთანავე წაისვამთ.
• კაკალი აძლევს თმას კრემისფერ-მოყავისფრო ელფერს.
• ინა აჩქარებს თმის ზრდას, ამაგრებს, ბზინვარებას მატებს ღერებს. მისი გამოყენებისას შეიძლება მივიღოთ მოწითუროდან მუქ წაბლისფერამდე ელფერი.
• ბასმა თმას მუქ ლურჯად ღებავს, ამიტომ მას, ჩვეულებრივ, ინასთან ერთად იყენებენ.
გაგრძელება