"25 წელია, ერთსა და იმავე კერძს მიირთმევს ვახშმად" - 47 წლის ვიქტორია ბექჰემის მოხდენილობის საიდუმლო და კომპლექსები, რომელთა გამოც ქირურგებს მიმართა
"25 წელია, ერთსა და იმავე კერძს მიირთმევს ვახშმად" - 47 წლის ვიქტორია ბექჰემის მოხდენილობის საიდუმლო და კომპლექსები, რომელთა გამოც ქირურგებს მიმართა
არადა, ვიქტორიას ქმარი, ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, შესანიშნავი კულინარი ყოფილა. თუმცა ვიქტორია არაფერს მიირთმევს საყვარელი ქმრის მომზადებული კერძებიდან და მრავალი წელია, ერთ დროს საყვარელ პროდუქტებზე უარი თქვა, ფორმის შესანარჩუნებლად. 

ყოფილი მომღერალი და აწ უკვე დიზაინერი, 4 შვილის დედა ვიქტორია სულ მალე 48 წლის გახდება, თუმცა უკვე ბევრი წელია, ყოველთვის ფორმაშია, სულ კარგად გამოიყურება და გემოვნებიანი ქალების სიაშიც მუდმივად ხვდება. გარდა ამისა, კარგი ცოლი და კარგი დედაა, რის გამოც მშობლიურ ინგლისში ძალიან უყვართ და ბევრი ქალის იდეალია. 

mshoblebi
როგორც თავად ამბობს, ფორმის
შესანარჩუნებლად საკმაო მსხვერპლს იღებს. ყოველდღე
6 საათზე დგება და მიდის სპორტდარბაზში, ვარჯიშობს. მერე სახლისა და სამსახურის საქმეებით არის დაკავებული და დღისით ისევ ვარჯიშობს - უფრო დიდი ძალისხმევით. შემდეგ მოდის აუზის დრო ან იოგის, ან კიდევ დარბის რამდენიმე კილომეტრს. გარდა ამისა, დიდ ყურადღებას უთმობს კვებას. 25 წელია, ერთსა და იმავე კერძს მიირთმევს ვახშმად - ორთქლზე მომზადებულ თევზს ბოსტნეულით. როგორც მისი ქმარი ამბობს, ეს დიეტა მხოლოდ მეოთხე ორსულობის დაარღვია, სხვა შემთხვევებში კი არასოდეს არღვევს და არც პიცა, არც ჰამბურგერი და არც რაიმე სხვა არ აცდუნებს. 

ვიქტორია ამბობს, რომ უკვე ბევრი წელია, სიამოვნებას არ გვრის კვება და საკვები მიაჩნია მხოლოდ ენერგიის წყაროდ, რომელიც ძალას მატებს. 

ვიქტორია საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მამა ინჟინერი იყო და საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. თუმცა ჩვეულებრივ სკოლაში დადიოდა, სადაც გამუდმებით დასცინოდნენ თანაკლასელები. იხსენებს ხოლმე, რომ ბავშვები პარავდნენ ნივთებს, რომლებსაც მერე გუბეებში პოულობდა. გარეგნობის გამოც აკრიტიკებდნენ. მოზარდობისას, მისივე თქმით, პუტკუნა იყო და სახეზეც გამონაყარი ჰქონდა, რის გამოც კომპლექსები დაეწყო. 
mshoblebi
როცა 2000-იანი წლების ცნობილ ჯგუფში Spice Girls-ში მოხვდა და პოპულარული გახდა, ღელვა და ნერვიულობა კიდევ უფრო გაუმძაფრდა. სულ ფიქრობდა, რომ პაპარაცებს მისი ცუდი ფოტოების გადაღება სწყუროდათ, ამიტომ იშვიათად გადიოდა ქუჩაში ან ფოტოს გადაღების დროს სახეს იფარავდა. ღიმილისაც რცხვენოდა - სჯეროდა, რომ აქტიური მიმიკა მის კანზე ნაოჭებს გააჩენდა, ამიტომ ყინულის დედოფალივით გაყინული სახით დადიოდა. 
mshoblebi
კომპლექსებს და ტრენდებს აყოლილმა რამდენიმე პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთა - ოდნავ შეისწორა ცხვირის ფორმა, მერე კი მკერდში იმპლანტები ჩაიდგა. თუმცა, როცა სცენა მიატოვა და ტანსაცმლის დიზაინით დაინტერესდა, მიხვდა, რომ აღარ სჭირდებოდა საჯაროდ სხეულის დემონსტრირება და ბუნებრივი სილამაზის თაყვანისმცემლად იქცა. მეოთხე შვილის გაჩენამდე იმპლანტებიც მოიშორა და თავისუფლად ამოისუნთქა. ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ პლასტიკა მხოლოდ კომპლექსებისგან გასათავისუფლად გაბედა. 

"მიიღეთ თავი ისეთი, როგორიც ხართ! ყველა გოგონა თავისებურად ლამაზია!" - უმეორებს ხშირად თაყვანისმცემლებს.
mshoblebi


altვიქტორია ბექჰემის ოთხივე შვილი ერთი და იგივე დაავადებით იტანჯება, რომელიც დედისგან გამოჰყვათ

altრა მისწერა ვიქტორია ბექჰემმა საკუთარ თავს 18 წლის ასაკში – ყველა გოგოს საკითხავი

alt"არავის ვუსურვებ იმას, რაც ბავშვობაში გადავიტანე... სკოლაში დამცინოდნენ" - ვიქტორია ბექჰემის მოულოდნელი აღიარება

altთბილისი რომ არა, ეს ცნობილი ოჯახი არ შედგებოდა - ეს ბევრმა არ იცის!


23779
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
კოტეს!
0
დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს - ვისაც ზედმეტი წონის პრობლემა აქვს - აინტერესებს, რას ჭამს ეს ქალი... (ისე, "სარკაზმის დედოფლად" წოდებულ ფაინა რამევსკაიას აქვს ერთი რჩევა: ქალებმა, რომელთაც სიმსუქნე აწუხებთ, სარკის წინ უნდა ჭამონ, შიშვლებმაო! :))
14:18 / 05-06-2022
კოტე
2
ვის რაში აინტერესებს რას ჭამს
00:55 / 01-03-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები