იცოდით, რომ უწესრიგო წარბების "მოთვინიერება" თმის ლაქით შეიძლება, ჩვეულებრივი კონტურის რბილი ფანქარი კი იოლად გადაიქცევა გელად? ვიზაჟისტები მაკიაჟის საიდუმლო ხრიკებს გვიზიარებენ:
- წამწამების ასაპრეხი გამოყენებამდე ფენით გააცხელეთ - აპრეხილი წამწამები უფრო მეტ ხანს გაგიძლებთ.
- ტუჩის საცხი ტუჩის ფუნჯით წაისვით - პომადა უფრო აკურატულად და თანაბრად გადანაწილდება.
- თუ ღია ფერების ჩრდილებს იყენებთ, მის წასმამდე თვალის თეთრი ფანქარი გადაისვით - ჩრდილი უფრო დიდხანს გაგიძლებთ.
- თუ კომპაქტური პუდრი გაგიტყდათ ან დაგეფანტათ, მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას ადვილად შეძლებთ - შეაგროვეთ დაფანტული პუდრი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი სპირტი და კარგად აურიეთ, პუდრი ახალივით იქნება.
- შეგიძლიათ, კონტურის რბილი ფანქარი გელისებურ მასად აქციოთ, ამისთვის ფანქარი ერთი წამით ცეცხლზე გააჩერეთ, შემდეგ 15 წამით გააგრილეთ და შეგიძლიათ გამოიყენოთ.
- ახალი კოსმეტიკური ნაწარმის გახსნისას ეტიკეტზე თარიღი აღნიშნეთ - ასე ზუსტად გეცოდინებათ, როდის გაუვა ვარგისიანობის ვადა.
- თუ ტუჩები დაგისკდათ, კბილის ჯაგრისით მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ, შეამჩნევთ, რომ ტუჩები უფრო რბილი და ვიზუალურად მოცულობითი გახდება.
- თუ ძალიან თხელი წამწამები გაქვთ, პირველი ფენა ტუშის წასმის შემდეგ მსუბუქად დაიპუდრეთ და ტუში მეორედ გადაისვით.
- უწესრიგო წარბების მოსათვინიერებლად კბილის ჯაგრისზე დაასხურეთ თმის ლაქი და წარბებზე საჭირო მიმართულებით გადაისვით.