კონტრაცეფციის ყველაზე საიმედო საშუალებები
კონტრაცეფციის ყველაზე საიმედო საშუალებები
ბავშვს ძუძუს აღარ აწოვებთ ან უკვე 6 თვისაა, დედის რძე აღარ ჰყოფნის და ხელოვნურ კვებაზე გადადიხართ? ამას აუცილებლად მოჰყვება მენსტრუაციული ციკლის აღდგენა და თუ მეორე ბავშვის "მიყოლებას" არ აპირებთ, დროა, კონტრაცეფციის დამატებით საშუალებებზე დაფიქრდეთ.
კონტრაცეფციის სამ ძირითად ტიპს წარმოგიდგენთ, არჩევანი კი თავად გააკეთეთ.

ჰორმონალური საშუალებები
ჰორმონალური კონტრაცეპტივები ჩვეულებრივი აბებია, რომლის შემადგენლობაში ესტროგენი ან პროგესტაგენური პრეპარატები შედის. მშობიარობიდან 6 თვეზე უფრო ადრე მათი გამოყენება არასასურველია, რადგან ისინი რძის გამომუშავებას მკვეთრად ამცირებენ.

ვაგინალური საშუალებები
როგორც წესი, ამ ტიპში საშვილოსნოსშიდა სპირალი იგულისხმება. ის
ორი სახისაა, ჰორმონალური შემცველობის და სპილენძის. პირველის გამოყენება მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ შეიძლება, მეორესი კი - 4 კვირის შემდეგ. რძის გამომუშავებაზე სპირალი არ მოქმედებს. ეს საშუალება დღესდღეობით ყველაზე ეფექტური და რაც მთავარია, ხაგრძლივად გამოყენებადია. კონტრაცეფციის ეს მეთოდი 4-5 წლის განმავლობაში უწყვეტად მოქმედებს.

ბარიერული კონტრაცეფცია
ეს მეთოდი უკვე გამოცდილი გექნებათ. უნდა ვაღიაროთ, რომ მ
ის იმედზე მყოფი არაერთი ქალი გახდა დედა. ასე რომ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორსულობისგან დაცვის საიმედოობის თვალსაზრისით, ეს მეთოდი აშკარად უთმობს პოზიციებს ჰორმონალურ და საშვილოსნოსშიდა საშუალებებს.
ბარიერული კონტრაცეფცია უშუალოდ სქესობრივი კავშირის დროს მამაკაცისა და ქალის პრეზერვატივების, ასევე სპერმიციდული საცხების გამოყენებას ითვალისწინებს. ის არც რძის გამომუშავებაზე ახდენს გავლენას.

ამ თემაზე ასევე იხილეთ
7344
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ნინოს
0
როგორც ექიმები ამბობენ, თეორიულად ეს ყველაზე უსაფრთხო პერიოდია. თუმცა მას მერე, რაც ბავშვს ექვსი თვე შეუსრულდება, დაორსულების რისკები იზრდება.
18:28 / 10-10-2014
nino
0
Gamarjobat myavs6 this bavshvi dzudzuzea da damatebitac vadzlev,menstryacia AR momsvlia da sheidzleba davrche kidev?
18:25 / 10-10-2014
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?