თუ მეორე ბავშვის "მიყოლებას" არ აპირებთ, დროა, კონტრაცეფციის დამატებით საშუალებებზე დაფიქრდეთ ბავშვს ძუძუს აღარ აწოვებთ ან უკვე 6 თვისაა, დედის რძე აღარ ჰყოფნის და ხელოვნურ კვებაზე გადადიხართ? ამას აუცილებლად მოჰყვება მენსტრუაციული ციკლის აღდგენა და თუ მეორე ბავშვის "მიყოლებას" არ აპირებთ, დროა, კონტრაცეფციის დამატებით საშუალებებზე დაფიქრდეთ.
კონტრაცეფციის სამ ძირითად ტიპს წარმოგიდგენთ, არჩევანი კი თავად გააკეთეთ.
ჰორმონალური საშუალებები
ჰორმონალური კონტრაცეპტივები ჩვეულებრივი აბებია, რომლის შემადგენლობაში ესტროგენი ან პროგესტაგენური პრეპარატები შედის. მშობიარობიდან 6 თვეზე უფრო ადრე მათი გამოყენება არასასურველია, რადგან ისინი რძის გამომუშავებას მკვეთრად ამცირებენ.
ვაგინალური საშუალებები
როგორც წესი, ამ ტიპში საშვილოსნოსშიდა სპირალი იგულისხმება. ის ორი სახისაა, ჰორმონალური შემცველობის და სპილენძის. პირველის გამოყენება მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ შეიძლება, მეორესი კი - 4 კვირის შემდეგ. რძის გამომუშავებაზე სპირალი არ მოქმედებს. ეს საშუალება დღესდღეობით ყველაზე ეფექტური და რაც მთავარია, ხაგრძლივად გამოყენებადია. კონტრაცეფციის ეს მეთოდი 4-5 წლის განმავლობაში უწყვეტად მოქმედებს.
ბარიერული კონტრაცეფცია
ეს მეთოდი უკვე გამოცდილი გექნებათ. უნდა ვაღიაროთ, რომ მის იმედზე მყოფი არაერთი ქალი გახდა დედა. ასე რომ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორსულობისგან დაცვის საიმედოობის თვალსაზრისით, ეს მეთოდი აშკარად უთმობს პოზიციებს ჰორმონალურ და საშვილოსნოსშიდა საშუალებებს.
ბარიერული კონტრაცეფცია უშუალოდ სქესობრივი კავშირის დროს მამაკაცისა და ქალის პრეზერვატივების, ასევე სპერმიციდული საცხების გამოყენებას ითვალისწინებს. ის არც რძის გამომუშავებაზე ახდენს გავლენას.