პიტნის ლოსიონი - 2 სუფრის კოვზ პიტნის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20-30 წუთი და გაწურეთ. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი ან ძმარი. გაიწმინდეთ სახე დილას
ალოეს წვენი: კვირაში 2-3-ჯერ გაიწმინდეთ სახის კანი ალოეს წვენით, ხოლო ნაოჭების ასაცილებლად დაიდეთ ალოეს წვენში დასველებული საფენები 10 წუთით. ალოეს წვენში არსებული ბიოსტიმულატორები აახალგაზრდავებენ სახის კანს.
ლიმონის წვენი გლიცერინით: ერთი ცალი ლიმონიდან გამოწურულ წვენს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი გლიცერინი და ნახევარი ჩაის ჭიქა ანადუღარი ცივი წყალი. სითხე კარგად წმენდს სახის კანს.
ასევე შინ შეგიძლიათ მოამზადოთ ნიღაბი, რომელიც იძლევა არაჩვეულებრივ ლიფტინგ-ეფექტს.
დაგჭირდებათ თითო ჩაის კოვზი ყავის ნალექი, თაფლი და არაჟანი და 2 ცალი ათქვეფილი კვერცხის ცილა. აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში, დაიდეთ სახეზე 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
ყავის და თაფლის პილინგი:
1 სუფრის კოვზი დაფქვილი ყავა, 1 სუფრის კოვზი
მიმიკური ნაოჭებისგან დაგიცავთ ყავისა და ბანანის ნიღაბი:
გაჭყლიტეთ ნახევარი რბილი ბანანი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნაღები და 1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი. სახეზე გაიჩერეთ 20 წუთი.
პრობლემური კანისთვის გამოიყენეთ ასეთი სკრაბი:
1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი და 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი აურიეთ და წრიული მოძრაობებით დაიდეთ სახეზე, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით სახეზე ბავშვის კრემი.