მიეჩვიეთ ნელა ჭამას, არ მოიკლოთ ძილი... - მარტივი ჩვევები, რომლებიც ხანგრძლივ და ჯანსაღ ცხოვრებას მოგიტანთ - მშობლები

მიეჩვიეთ ნელა ჭამას, არ მოიკლოთ ძილი... - მარტივი ჩვევები, რომლებიც ხანგრძლივ და ჯანსაღ ცხოვრებას მოგიტანთ

2022-06-25 10:09:23+04:00
ყველა საუბრობს ცხოვრების ჯანსაღ წესსა და მის სიკეთეებზე, თუმცა ბევრისთვის ეს ძნელად შესასრულებელი ჩანს. სინამდვილეში სულ ათიოდე ჩვევის გამომუშავება საკმარისია, რომ თქვენი სხეული და ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.

მიეჩვიეთ ნელა ჭამას

ტვინი და ნერვული სისტემა ცოტა გვიან აღიქვამს მიღებული საკვების მოცულობას და დანაყრების შესახებ სიგნალსაც გვიან გასცემს. ამიტომ სიჩქარეში, სანამ ვიგრძნობთ რომ უკვე დავნაყრდით, იმაზე მეტი კალორიის შთანთქმას ვასწრებთ, ვიდრე სხეულს დანაყრების შეგრძნებისთვის სჭირდებოდა. ამიტომ მშვიდად მიირთვით და გამოიმუშავენ ნელა ჭამის ჩვევა.

უარი თქვით წვენებზე

სულ ახალგამოწურულიც რომ იყოს, წვენს ყოველთვის ნაყოფი ამჯობინეთ. წვენი არ შეიცავს უჯრედისს, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობოსთვის, სამაგიეროდ მეტ შაქარს შეიცავს, რადგან წურვისას წვენში ყველაზე ადვილად შაქარი გადადის.

ბოლომდე გამოიყენეთ შვებულების დღეები

ბევრ სამსახურში უწყვეტ რეჟიმში ვერ იყენებთ ყველა დღეს, რაც შვებულებით გეკუთვნით. ამიტომ დასაქმებულთა უმრავლესობა კმაყოფილდება ერთჯერადად აღებული შვებულებით და დანარჩენი დღეების წლის განმავლობაში გამოყენება არც ახსენდება. ეს დიდი შეცდომაა. დასვენების დღეები მთელ წელიწადზე გადაანაწილეთ. დამტკიცებულია, რომ ბალანსირებული დასვენების დღეები ამცირებს გულისა და ნერვული სისტემის დაავადებებს. ასეთი დასვენება აუცილებელია როგორც ფისიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმთელობისთვის.
mshoblebi

უარი არ თქვათ ცხიმზე

არასოდეს გამორიცხოთ რაციონიდან კვერცხი, თევზი, ხორცი, რძის ნაწარმი, კარაქი თუ ზეთი. პარადოქსია, მაგრამ გახდომას ჩვეულებრივი, ცხიმიანი რძის ნაწარმი უფრო უწყობს ხელს, ვიდრე ცხიმგამოცლილი. უარი მხოლოდ ტრანსცხიმებზე უნდა თქვათ, ბუნებრივი პროდუქტებისგან მიღებული ცხიმი კი აუცილებელია ორგანიზმისთვის.

არ მოიკლოთ ძილი

შუაღამემდე უნდა მოასწროთ დაძინება და 7 საათი უნდა გეძინოთ. არ სცადოთ სამუშაო დღეებში დაკლებული ძილის დასვენების დღეებში ანაზღაურება.

აკონტროლეთ სტრესი

აუცილებლად გამონახეთ დრო სტრესთან საბრძოლველად, ამაში დაგეხმარებათ იოგა, ცურვა, სპორტი, ცეკვა თუ სიმღერა - ნებისმიერი აქტივობა, რაც ბედნიერებას განიჭებთ.

დაგეგმეთ, რას მიირთმევთ

წარმოუდგენელია სპონტანური კვება ჯანსაღი საკვებით. ულუფა რომ დაბალანსებული და სასარგებლო იყოს, მას წინასწარ ფიქრიც სჭირდება და მომზადებაც. ამიტომ საკვების დაგეგმვა თქვენი დღის წესრიგის ნაწილად უნდა იქცეს.

იმოძრავეთ

შეარჩიეთ ისეთი აქტივობა, რომელიც მოძრაობასაც გაიძულებთ და სიამოვნებასაც განგაცდევინებთ. მაგალითად, ცეკვა, აქტიური თამაშები, დიდ მანძილზე სეირნობა

წელიწადში ერთხელ ექიმთან

ყოველ წელს ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევები და ადრე აღმოჩენილი თუნდაც უმნიშვნელო დარღვევის მკურნალობა ბოლომდე მიიყვანეთ.
ამ ჩვევებით თქვენი ცხოვრება ბევრად უფრო ჯანსაღი და ბედნიერი გახდება.