მათი ცხოვრებისა და კვების პრინციპი სულ რამდენიმე პუნქტით შეგვიძლია დავახასიათოთ:
1. მიირთმევენ მცირე ულუფებს
2. იციან, როგორ ისიამოვნონ საკვებით
3. ფიზიკური აქტივობა
4. იციან დასვენების ფასი
5. უყვართ საკუთარი თავი
ფრანგი ქალი თავს უხარისხო საკვებისთვის არ გაიმეტებს. არც გადარბენაზე ჭამას "იკადრებს". ტრაპეზი მისთვის სიამოვნებაა. ამიტომ იდეალურად კვების
ფრანგი ქალი სუფთა ჰაერის გარეშე ვერ გაძლებს და გასეირნებას ვერ მოიკლებს.
ხშირად დადის ფეხით, კიბეზე ლიფტის გარეშე მოძრაობს. 2-3 გაჩერების გამო ტრანსპორტში არ ჩაჯდება - ფეხით გაივლის.
მათ პატარა კრუასანები და ყავა უყვართ, ასევე ხშირად მიირთმევენ ჭიქა ღვინოს, რომელიც ანტიოქსიდანტებით სავსეა. ჭამენ არა დანაყრებამდე, არამედ დაგემოვნებამდე.
კერძის ლამაზად გაფორმება არ ეზარებათ, თუმცა მცირე ულუფებით კმაყოფილდებიან
თავს თითქმის არაფრის მირთმევას არ უკრძალავენ - ჭამენ ყველაფერს, რაც დიეტაზე მყოფ ადამიანებს არასოდეს ეჭმებათ, სამაგიეროდ ცოტ-ცოტას. ამიტომაც საფრანგეთში არც სიმსუქნის და არც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრობლემა მწვავედ არ დგას. აშშ-სთან შედარებით ამ დაავადებების რაოდენობა სამჯერ ნაკლებია.