რამდენიმე ძალიან ეფექტური ვარჯიში 1. იმისათვის, რომ ეს ვარჯიში შეასრულოთ, მიეყრდენით ხელებით კედელს. ამ პოზაში მდგომმა გაიქნიეთ ჯერ ერთი ფეხი გვერდით და წინ – დაახლოებით 20-ჯერ, შემდეგ მეორე ფეხი.
2. თეძოების არაჩვეულებრივი ვარჯიშია ჩაჯდომა ფეხის წინ გაწევით. ამისათვის ერთი ფეხი დადგით წინ და ჩაჯექით 10-ჯერ. შემდეგ შეცვალეთ ფეხი.
3. კიდევ ერთი ძალიან ეფექტური ვარჯიში: დაწექით ზურგზე, ხელები დააწყვეთ სხეულის გასწვრივ. აიწიეთ დუნდულებით იატაკიდან და დაჰყავით ამ მდგომარეობაში 3 წამი, შემდეგ დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. შეასრულეთ ეს ვარჯიში მინიმუმ 15-ჯერ.
4. ძალიან კარგია ამ პრობლემის მოსაცილებლად უბრალოდ ჩაჯდომები.