როგორ მივაღწევთ ასეთი კალორიული პროდუქტით წონაში კლებას? რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, შოკოლადის დიეტაც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ 100 გრამ შოკოლადის ფილაში 500 კალორიაა (რძიანსა და თეთრ შოკოლადში გაცილებით მეტი), იტალიელმა დიეტოლოგებმა ის გახდომის მსურველებს შესთავაზეს. რაშია საიდუმლო? როგორ მივაღწევთ ასეთი კალორიული პროდუქტით წონაში კლებას?
როგორც აღმოჩნდა, შოკოლადს ნივთიერებათა ცვლის დაჩქარების უნარი გააჩნია. სწორედ ეს პროცესი ათავისუფლებს ორგანიზმს ზედმეტი ცხიმის ფენისგან. ოღონდ გაითვალისწინეთ - დიეტისთვის მხოლოდ შავი შოკოლადი უნდა გამოიყენოთ კაკაოს მარცვლების მაღალი შემცველობით.
დღეში უნდა იმყოფინოთ 90 გრ შოკოლადი, რომელსაც 3 ნაწილად გაყოფთ და აუცილებლად უშაქრო ყავასთან ერთად უნდა მიირთვათ.
საუზმე: 30 გრ. შოკოლადი+უშაქრო ყავა
სადილი: 30 გრ. შოკოლადი+უშაქრო ყავა
ვახშამი: 30 გრ. შოკოლადი+უშაქრო ყავა
დიეტა 7 დღის განმავლობაში გრძელდება. შედეგი -5 კილოგრამი. 5-6-დღიანი "შესვენების" შემდეგ შეგიძლიათ კიდევ გაიმეოროთ.
აუცილებელი შენიშვნა: ეს იტალიელების მეთოდი გახლავთ. მას ქართველ დიეტოლოგების რეკომენდაცია არ მოჰყვება. ამიტომ თუ მის დაცვას გადაწყვეტთ, კარგად დაუკვირდით ორგანიზმის რეაქციას. ეს ექსტრა-დიეტაა, ანუ ხანმოკლე და შეზღუდული ეფექტით (მაქსიმუმ 7 კილოგრამი). თუ დიდი წონა გაქვთ და 7 კილოგრამის დაკლება თქვენთვის ცოტაა, ჯობია პროფესიონალებს მიმართოთ და ამ ხანმოკლე ექსპერიმენტებით თავი არ დაიტანჯოთ.