მომცრო ზომის ღაბაბის მოშორება რამდენიმე მარტივი ვარჯიშით შეიძლება. მთავარია, ეს ვარჯიშები ყოველდღე, მონდომებით გაიმეორეთ და ნახავთ, რომ შედეგს მალე მიაღწევთ.
. თავი მაღლა ასწიეთ ისე, რომ ყელის კანი კარგად დაიჭიმოს, წინ წამოსწიეთ ქვედა ყბა და პირი რამდენჯერმე გააღეთ და დახურეთ.
. თავი გადასწიეთ ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ ისე, რომ ყურით მხარს შეეხოთ (ამ დროს მხარი არ
. ყოველ დილით პირსახოცი დაასველეთ მარილიან წყალში, კარგად გაწურეთ და წრიული დარტყმითი მოძრაობებით ღაბაბზე მასაჟი გაიკეთეთ.
. პროფილაქტიკის მიზნით, ძილის წინ ღაბაბზე კრემი წაისვით და ელასტიკური ბინტით აიხვიეთ.
. საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა უბალიშოდ ძილი.
. დიდი ღაბაბის შემთხვევაში მიმართეთ კოსმეტოლოგს.
. ძალიან დიდი ღაბაბის შემთხვევაში პრობლემას ლიპოსაქციის გზით აგვარებენ. ცხიმის ამოტუმბვის შემდეგ დარჩენილ ზედმეტ კანს აჭრიან, რის შემდეგაც ნიკაპქვეშ ოდნავ შესამჩნევი ნაწიბური რჩება. ამ ოპერაციის ჩატარება ნებისმიერ ასაკში შეიძლება, ცხადია, სამედიცინო და კოსმეტიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით.