ამჯერად სწორედ ასეთ წვრილმანს გთავაზობთ - სპეციალურ ცხიმების მწველ კოქტეილს, რომელსაც შინ ადვილად დაამზადებთ.
კოქტეილისთვის დაგჭირდებათ:
უცხიმო, 1%-იანი კეფირი
დარიჩინი
კოჭა
წითელი წიწაკა
ეს კომპონენტები ხშირად ხვდებიან გახდომისთვის ყველაზე შესაფერის პროდუქტებს შორის, ერთად კი უნიკალურ "ცხიმებისდამწველ" საშუალებას ქმნიან.
კეფირში დანის წვერით ჩაყარეთ
დალიეთ ღამით - ასე უფრო ეფექტურია.
კეფირი კუჭ-ნაწლავის მოქმედებას აუმჯობესებს და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას უწყობს ხელს. ეს ნარევი შესანიშნავად ჩაანაცვლებს გვიან ვახშამს, რაც ისედაც კარგი წამოწყებაა გახდომისთვის.
დანარჩენი სანელებლები ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებენ, საკვების მონელების პროცესს სტუმულს აძლევენ, ორგანიზმს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში ეხმარებიან. კარგად მოქმედებენ ცხიმების დაშლის პროცესზე და აიძულებენ ორგანიზმს, ცხიმის მარაგი დახარჯოს. წითელი წიწაკა მთელ ორგანიზმს, მათ შორის სისხლს, ძალიან კარგად წმენდს.
დარიჩინი მადასაც თრგუნავს. თუ კუჭის პრობლემები გაქვთ, წითელი წიწაკის რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანეთ. სამაგიეროდ, შეგიძლიათ მთლიანი ჩაის კოვზი დარიჩინი გამოიყენოთ.
კოქტეილი ყოველ საღამოს 2-3 კვირის