თუ სტრიების გაჩენის მიზეზი მუცლის ზრდაა და იგი თეთრი ფერისაა, მაშინ მოგცემთ რამდენიმე რჩევას თუ სტრიების გაჩენის მიზეზი წონის მკვეთრი მატებაა და იგი თეთრი ფერისაა, მაშინ მოგცემთ რამდენიმე რჩევას. მაგრამ თუ სტრიები წითელია, მაშინ უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს თირკმელზედა ჯირკვლის გამოსაკვლევად.
არსებობს წონის ცვალებადობასთან (ან ორსულობასთან) დაკავშირებული თეთრი სტრიების საწინააღმდეგო კრემები, მაგალითად ციკატრიქსი, პრეგნაქეა, კრემი სტრიებისთვის და სხვ. ისინი რამდენადმე აღადგენენ დაზიანებულ კანს. ეს საშუალებები ახლად წარმოქმნილი სტრიების შემთხვევაში უფრო ეფექტურია. გარდა ამისა, სტრიების საწინააღმდეგო ღონისძიებების რიცხვს მიეკუთვნება - მეზოთერაპია, მეზოპილინგი, პილინგი და სხვ.
3 მთავარი მეთოდი სტრიების წინააღმდეგ - მთავარია, არ დაიზაროთ
სტრიების შემამაცირებელი პროცედურა:
1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა მარილი და 1/2 ჭიქა ზეთი კარგად აურიეთ ერთმანეთში. საშხაპეში მოახდინეთ ამ საშუალებით სტრიებით დაზიანებული კანის მასირება. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და შეიზილეთ ტანის ნებისმიერი კრემი. პროცედურა ჩაატარეთ ყოველდღე, ეფექტი ერთი თვის შედეგ უნდა გახდეს შესამჩნევი, მაგრამ ეს პროცედურა კიდევ რამდენიმე თვე უნდა ჩაატაროთ.
სტრიების საწინააღმდეგო კრემი:
ასეთი კრემი მუმიოსგან მზადდება. გაადნეთ 1 გ მუმიო 1 ჩაის კოვზ მდუღარე წყალში. დაამატეთ ერთი ტუბიკი (80-100 გ) საბავშვო კრემი და ვიტამინი E, ყველაფერი კარგად აურიეთ სტერილურ ქილაში. ეს კრემი პრობლემურ კანზე უნდა შეიზილოთ დღეში ერთხელ. შეინახეთ კრემი მაცივარში. თუ სტრიები ახლად წარმოქმნილია, თითქმის სულ გაქრება და კანს ელასტიკურობა დაუბრუნდება.
გაგრძელება