1. აღმოსავლეთში ქალები სილამაზის შესანარჩუნებლად მხოლოდ იმ პროდუქტებს იყენებენ, რომლებიც მათ ბუნებამ უბოძა. მათი საყვარელი თავის მოვლის საშუალება მჟავე რძე ან კეფირია. ის ძალიან ფასეულად მიიჩნევა ძვლებისთვის, ავსებს კანს ყველა საჭირო ვიტამინით და მიკროელემენტით. ასევე შეუცვლელია თმის მოვლისთვის.
2. აღმოსავლეთის ქალები თმის დაბანამდე მასზე კეფირს ისვამენ. თმა ბუნებრივ ელვარებას
3. აღმოსავლელი ქალების მთავარი იარაღი გამომსახველი მზერაა. ხშირად მათ სახე არ უჩანთ, თუმცა მხოლოდ თვალებით შეუძლიათ ყურადღების მიპყრობა. აღმოსავლეთში სილამაზის ეტალონად მიიჩნევა ხშირი წარბები, რომლებსაც არ იქნიან. მხოლოდ ოდნავ ალამაზებენ. ხანდახან სხვადახსვა სახით იხშირებენ კიდეც წარბებსა და წამწამებს და მუქ ფონზე თვალები გაცილებით ლამაზი ჩანს.
4. თმას როგორც წარსულში, ისე ახლაც ინით (ხნით) იღებავენ. თუ ინას ბასმასაც დაუმატებენ, თმა მოშავო ფერს იძენს. ასეთი ფერის თმა აღმოსავლურ ქვეყნებში ეტალონად მიიჩნევა.
5. კანი რომ ყოველთვის გლუვი იყო, აღმოსავლეთის ქალები ცდილობენ, ბალანსირებულად იკვებონ და რეგულარულად სვამენ მწვანე ჩაის. ასე გამოჰყავთ ორგანიზმიდან შლაკები, მავნე ნივთიერებები და ტოქსინები. ასევე მნიშვნელოვანია მათთვის კარგი და
6. ისინი კბილების სითეთრისთვისაც ნატურალურ პროდუქტებს იყენებენ. ამ პრობლემას სქელი არაჟნით წყვეტენ – მასში ავლებენ კბილის ჯაგრისს, კბილებზე ისვამენ და რამდენიმე წუთს ასე ტოვებენ. ამ პროცედურას დღეში რამდენჯერმე იმეორებენ.
7. ტანის სიგლუვისთვის ყავის ნალექის სკრაბს იყენებენ. ადუღებენ ნატურალურ ყავას, შემდეგ ცოტა ხანს ტოვებენ. უმატებენ ზეითუნის ზეთს 1:3 თანაფარდობით და სხვადასხვა ეთერზეთს. ამ ნაზავით იზელენ ტანს.