მოამზადეთ შინ ჟელატინს, მისი წელვადი ეფექტის გამო, სილამაზის სალონები ხშირად იყენებენ "მექანიკურ" ნიღბებში, ლოყებისა და ღაბაბის დასაჭიმად. ამ ფაქტიდან გამომდინარე იქნა მიღებული გამაახალგაზრდავებელი კრემის რეცეპტი სახის კანისთვის!
ჟელატინი დადებით გავლენას ახდენს კანის ცილოვან და ამინომჟავურ ცვლაზე, აუმჯობესებს მის მდგომარეობას. ჟელატინი ასწორებს პატარა ნაოჭებს, არბილებს და ათეთრებს კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
მომზადება:
აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი ჟელატინი, 100 მლ წყალი, 3 სუფრის კოვზი თაფლი, 0,5 ჭიქა გლიცერინი და 1 გრამი (დანის წვერზე) სალიცილის მჟავა. ჭურჭელი, რომელშიც ეს ნაზავი გაქვთ, ცხელ წყალში ჩადგით და ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასად არ იქცევა. შემდეგ ცხელი წყლით სავსე ჯამი მოაცილეთ და ნაზავი გააცივეთ, ოღონდ მუდმივად ურიეთ, თქვიფეთ, რომ ჟელეს მსგავსი კრემი მიიღოთ.
მზა კრემი კანზე ყოველდღე წაისვით, დაძინებამდე 2 საათით ადრე და 20 წუთით დაიტოვეთ. კრემის ნარჩენები, რომლებიც კანზე დარჩა, ხელსახოცით მოიცილეთ.
მიღებული კრემი 1 თვე გეყოფათ. მაცივრის ზედა თაროზე შეინახეთ. საერთო მასიდან იმდენი კრემი ამოიღეთ ხოლმე, რომელიც გამოყენებისთვის გჭირდებათ, ცოტა ხანს დააყოვნეთ, რომ შეთბეს და კანზე დაიტანეთ.