სასარგებლო რჩევები - რომელ საათებში და როგორ ჯობს კრემის წასმა?
სასარგებლო რჩევები - რომელ საათებში და როგორ ჯობს კრემის წასმა?
ქალმა სილამაზე რომ შეინარჩუნოს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სახისა და ხელის კანის მოვლას. სახეზე გამონაყარი, ლაქები, ნაოჭები, მოუვლელი ხელის კანი ყოველთვის არასასიამოვნო შთაბეჭდილებას სტოვებს. ამიტომ სისტემატური მოვლით უნდა შეინარჩუნოთ სახისა და ხელის კანის სილამაზე. ყოველდღიურად, დაბანის შემდეგ კანისათვის შესაფერისი კრემის ხმარება და კვირაში ერთხელ სახეზე ნიღაბის დადება ქალს ამის გარანტიას აძლევს.
თბილი წყლით დაბანა კანს აცილებს ჭუჭყს, აფართოებს და ხსნის ფორებს, რაც ხელს უწყობს სახიდან ჭუჭყის მთლიანად ჩამოწმენდას, მაგრამ ეს
არ ნიშნავს, რომ ხელ-პირი ყოველდღე თბილი ან ცხელი წყლით დაიბანოთ. ამის გაკეთება კვირაში ერთხელაც საკმარისია. პირი დაიბანეთ საპნითა და ცივი წყლით, შემდეგ წაისვით კრემი.
როგორც ბოლო დროს მეცნიერების კვლევების შედეგად გაირკვა, კოსმეტიკური პროცედურების ეფექტურობა შეიძლება 70%-ით შემცირდეს, თუ მას არახელსაყრელ, შეუფერებელ დროს მივმართავთ.
დღის კრემების საღამოს პერიოდში გამოყენება არ შეიძლება და პირიქით, საღამოს კრემის გამოყენება არ შეიძლება დღისით, რადგან მათში შემავალ ნივთიერებებს განსხვავებული დანიშნულება აქვთ. მთავარია, ქალმა იცოდეს, რა სჭირდება მის კანს დღის სხვადასხვა პერიოდში და ამის მიხედვით შეარჩიოს შესაფერისი კრემი.

დილა-შუა დღის კრემები
დაახლოებით დილის 7 საათზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს გძინავთ, თქვენი სახის კანი გაღვიძებას იწყებს. სწორედ ამ დროს მიმდინარეობს
მასში ნივთიერებათა ცვლის აქტიური პროცესები. ამ პერიოდში წასმული კრემი სასურველ ეფექტს იძლევა. სრულებითაც არ არის აუცილებელი, თქვენი დღის კრემი ცხიმიანი იყოს, მთავარია იგი შეიცავდეს ისეთ დანამატებს, როგორებიცაა გლიცერინი, ალოე, ხილის ექსტრაქტები. დილის კრემების მთავარი დანიშნულებაა კანის დაცვა რადიაციისგან, მტვრისგან, გამონაბოლქვისა და სიგარეტის ბოლისგან, ამიტომ ნებისმიერ დროს კრემი შეიცავს A, C და E ვიტამინებს, რომელიც კანს ასევე ეფექტურად იცავენ მზისგან.

ახლა კი წესები, რომელთა დაცვაც საჭიროა დღის კრემის წასმის დროს:

დღის კრემი ყოველთვის კარგად გაწმენდილ, სუფთა სახეზე უნდა წაისვათ და რაც შეიძლება ადრიანად, ანუ მაშინვე, როგორც კი გაიღვიძებთ. სასურველია, ეს მოხდეს რვა საათამდე.
შეეცადეთ, მაკიაჟი კრემის წასმიდან მხოლოდ 20-25 წუთის შემდეგ გაიკეთოთ, რადგან ამ დროში კანში უკვე შედის და ხვდება ყველა ის საჭირო ნივთიერება, რომელიც მას მთელი დღის განმავლობაში იცავს.
თუ დილით დროის უკმარისობას არ განიცდით, მაშინ შეეცადეთ გაიკეთოთ დილის კრემის ე.წ. ნიღაბი, ანუ წაისვათ კრემი უფრო სქლად, ხოლო 20 წუთის შემდეგ ზედმეტი კრემი სპეციალური ხელსახოცით მოიშორეთ. ეს პროცედურა განსაკუთრებით საჭიროა იმ ქალბატონებისთვის, ვისაც მშრალი კანი აქვს.

საღამო-ღამის კრემები
საღამოს 5-6 საათზე კანს უკვე ესაჭიროება დღის სტრესებისგან გათავისუფლება და აღდგენა. ამ დროს ჩატარებული ყველა სახის კოსმეტიკური პროცედურა არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა. თუ ამ პერიოდში კოსმეტოლოგთან მისვლას ვერ ახერხებთ, თავად მოგიწევთ საკუთარი სახის კანზე ზრუნვა. პირველ რიგში, აუცილებლად მოიცილეთ მაკიაჟი და შემდეგ წაისვით საღამოს მკვებავი კრემი, სასურველია, თუ ყოველივე ამას საღამოს 8-9 საათამდე მოახერხებთ. საღამოს კრემები მაღალი კონცენტრაციით შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს, ასევე - დამაწყნარებელ კომპონენტებსაც. ასე რომ, საღამოს პერიოდში შეეცადეთ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ საკუთარ თავს.

წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია საღამოს კრემების წასმის დროს:
შეეცადეთ, რომ სახეზე საღამოს კრემის წასმა 6-8 საათამდე მოახერხოთ.
ნურასოდეს დაწვებით დასაძინებლად სქლად წასმული საღამოს კრემით, რადგან კრემის სქელი ფენა სათბურის ეფექტს ქმნის, რომელიც ხელს უშლის კანიდან ტოქსინების გამოდევნას.
ცხიმიანი კანის მქონე ქალებმა საღამოს მკვებავი კრემები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეარჩიონ. უმჯობესია, თუ მათი საღამოს კრემი ნაკლებად ცხიმიანი იქნება.

mshoblebi



და ბოლოს, თუ როგორ უნდა წაისვათ კრემი, ეს კარგად ჩანს ფოტოზე. დააკვირდით ხაზებს და სწორედ ასეთი მიმართულებით წაისვით.
3694
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?