დიმ კიმბერლი უელმანი ავსტრალიელია, სამი შვილის დედა. ამბობს, რომ ბევრი შვილი სულაც არ არის საბაბი, ვარჯიში გამოტოვოს. სარბენი ბილიკის ნაცვლად მას ბავშვი ეტლი აქვს, ჰანტელების ნაცვლად – ტყუპი ბავშვი ჰყავს. 31 წლის კიმბერლის ბლოგი, რომელიც ფიტნესსა და ჯანსაღ კვებას ეძღვნება, ძალიან პოპულარულია ახალგაზრდა დედებს შორის, რომლებსაც სურთ ფორმის შენარჩუნება

კიმბერლის თქმით, ვარჯიშის ეს უჩვეულო მეთოდი შემთხვევით აღმოაჩინა: "ერთხელ ვარჯიში მინდოდა, მაგრამ ბავშვები მაშინვე ზედ დამეკიდნენ. გადავწყვიტე, თუ ასე უნდათ, მათთან ერთად ვივარჯიშებ-მეთქი. სანამ აზიდვებს ვაკეთებდი, ზურგზე მესხდნენ, სანამ პრესს ვივარჯიშებდი - მუცელზე".

კიმბერლის თქმით, ახლა უკვე ჩვევად აქვს პატარებთან ერთად ვარჯიში.

