ბევრი შვილი სულაც არ არის საბაბი, ვარჯიში გამოტოვო რასაკვირველია, ეს ხუმრობით, თუმცა მართლაც, როდესაც არ გაქვთ დრო სპორტულ დარბაზში სიარულის და იქ ვარჯიშის, შესანიშნავი საშუალებები არსებობს ბავშვებთან ერთად ვარჯიშის.
დიმ კიმბერლი უელმანი ავსტრალიელია, სამი შვილის დედა. ამბობს, რომ ბევრი შვილი სულაც არ არის საბაბი, ვარჯიში გამოტოვოს. სარბენი ბილიკის ნაცვლად მას ბავშვი ეტლი აქვს, ჰანტელების ნაცვლად – ტყუპი ბავშვი ჰყავს. 31 წლის კიმბერლის ბლოგი, რომელიც ფიტნესსა და ჯანსაღ კვებას ეძღვნება, ძალიან პოპულარულია ახალგაზრდა დედებს შორის, რომლებსაც სურთ ფორმის შენარჩუნება მშობიარობის შემდეგ.
კიმბერლის თქმით, ვარჯიშის ეს უჩვეულო მეთოდი შემთხვევით აღმოაჩინა: "ერთხელ ვარჯიში მინდოდა, მაგრამ ბავშვები მაშინვე ზედ დამეკიდნენ. გადავწყვიტე, თუ ასე უნდათ, მათთან ერთად ვივარჯიშებ-მეთქი. სანამ აზიდვებს ვაკეთებდი, ზურგზე მესხდნენ, სანამ პრესს ვივარჯიშებდი - მუცელზე".
კიმბერლის თქმით, ახლა უკვე ჩვევად აქვს პატარებთან ერთად ვარჯიში.