რეცეპტი პირველი
მინის ჭურჭელში მოათავსეთ ერთი სუფრის კოვზი რძე, ერთი კოვზი ჟელატინის გრანულები. შედგით მიკროტალღურ ღუმელში დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთით, სანამ ჟელატინი არ დადნება და ფაფისებური მასა არ გახდება. რომ გაგრილდება, მასა კოსმეტიკური ფუნჯით ცხვირისა და ნიკაპის არეში წაისვით. გაიჩერეთ 5-10 წუთით. პროცედურის დასრულების შემდეგ ფრთხილად აიცალეთ აპკად ქცეული მასა, რომელსაც შავი
რეცეპტი 2
ათქვიფეთ ერთი კვერცხის ცილა და ერთი სუფრის კოვზი შაქრის პუდრა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე (შაქარი ბოლომდე უნდა გაიხსნას). მიღებული მასა ორ ნაწილად გაყავით და ერთი ნაწილი წაისვით სახეზე. დაიცადეთ 20 წუთი და დაიდეთ მეორე ნაწილიც, შეიზილეთ თითების მსუბუქი მოძრაობით.
მასაჟი გააგრძელეთ მანამ, სანამ თითები მასას აღარ მიეწებება. შემდეგ ნიღაბი წყალში გაზავებული (1/1) გვირილის თბილი ნაყენით ჩამოიბანეთ.
რეცეპტი 3
ერთი კვერცხის ცილა 2 ჩაის კოვზ ახალგამოწურულ ლიმონის წვენთან ერთად ათქვიფეთ, დაუმატეთ 3 ჩაის კოვზი ალოეს წვენი. კვლავ განაგრძეთ თქვეფა. წაისვით ცხვირისა და ნიკაპის მიდამოებში. პირველი ფენა რომ გაშრება, მეორე გადაისვით და გაიჩერეთ

როგორ ინარჩუნებენ სილამაზეს აღმოსავლეთის ქალები – მათი სილამაზის 7 საიდუმლო