სამი შვილის დედამ ძალიან მარტივი და იაფი საშუალება გაანდო დედებს კლაუდია შიფერს ყველა იცნობს. გერმანელი მოდელი 45 წლისაა, აწყობილი კარიერა და პირადი ცხოვრება აქვს და სულ ფორმაშია.
კლაუდიას თქმით, თავს უვლის იოგით, ჩოგბურთით, ჯანსაღი კვებით (ოღონდ არა დიეტებით), კარგი კოსმეტიკით. თუმცა რასაკვირველია, სამი შვილის დედას, ისე როგორც სხვა დედებს, ხანდახან თავის დაბანაც კი უჭირს, როცა სადმე გასასვლელია.
ამას ერთი საიდუმლო საშუალებით ახერხებს - ზღვის მარილის სპრეით, რომელიც თურმე თმის კულულებს უფრო არბილებს, ამსხვილებს და ბრწყინვალებას მატებს. "აუცილებელი არ არის, ბევრი მიისხუროთ ეფექტის მისაღებად, საკმარისია ცოტა და ნახავთ, როგორ შეიცვლება თმა", - ამბობს სუპერმოდელი.
ზღვის მარილი ძალიან სასარგებლოა ბევრი რამისთვის, მათ შორის თმისთვისაც. როგორ მზადდება სპრეი? ამისთვის იყენებენ ერთ კოვზ კარგად დაფქულ ზღვის მარილს (განსაკუთრებით კარგია მკვდარი ზღვის მარილი), სუფთა წყალი, პულივიზატორი (რომელიც შეგიძლიათ პლასტმასის ჭურჭლითაც მოამზადოთ). ზოგიერთები, თმის გელსაც უმატებენ, რამდენიმე წვეთს. ეს არის სულ და სპრეი მზად არის.