მკერდის კიბოს გამომწვევი მთავარი მიზეზი ცნობილია
მკერდის კიბოს გამომწვევი მთავარი მიზეზი ცნობილია
მკერდის კიბოს დიაგნოზს ყოველწლიურად მილიონობით ქალს უსვამენ. ზოგჯერ ამ დაავადების მიზეზი გაუგებარია, ზოგჯერ კი მემკვიდრეობითი განწყობა ან ჰორმონალური დარღვევები სახელდება. მაინც რა ფაქტორები უწყობს ხელს ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას? მეცნიერებმა ყველაზე გავრცელებულ მიზეზად ზედმეტი წონა დაასახელეს.
კვლევის პერიოდში გამოვლინდა, რომ კიბოს რისკი მატულობს, თუ ქალმა წონაში 18 წლის ასაკის შემდეგ მოიმატა. თურმე რამდენიმე კილოგრამსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კლიმაქტერიულ ასაკში მყოფი 60 000 ქალის მონაცემების შესწავლით დადგინდა, წონის ნორმიდან 5%
გადახრაც მენოპაუზის შემდეგ დაავადების განვითარების რისკს ზრდის. რაც უფრო მეტია წონა, მით მაღალია რისკიც.
ამ გარემოებას ექიმები შემდეგნაირად ხსნიან: ცხიმოვანი ქსოვილი ჰორმონ ესტროგენს გამოყოფს, თუმცა მისი დამაბალანსებელი ჰორმონის, პროჟესტერონის გამოყოფა არ შეუძლია. ამის გამო ჰორმონული ბალანსი ირღვევა და ესტროგენი დომინანტური ხდება, რაც ავთვისებიანი წარმონაქმნებისთვის ხელისშემწყობი ფაქტორია.

ქალებს, რომლებიც ახერხებენ მენოპაუზამდე დაიკლონ ან შეინარჩუნონ ოპტიმალური წონა, რისკი 40%-ით უმცირდებათ.
დაავადების საშიშროება რომ მინიმუმამდე დაიყვანონ, ექიმები ყველა ქალს სწორ კვებას ურჩევენ. პირველი რიგის რეკომენდაციებშია ალკოჰოლის შემცირება და კვირაში 5 დღით 54-წუთიანი ვარჯიში.
50797
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (19)
:)
0
ყველას ქონია და ეგაა :) 18 წლის მერე იმატებს ყველა..
08:28 / 03-06-2017
1234
1
არ შეგეშინდეთ გოგოებო, ეცადრთ იმუნიტეტი აიმაღლოთ,რათა დაავადება არ მოგერიოთ. კიბოს დროსაც კონტროლი და ყურადღება ბევრს ნიშნავს და თუ დანიშნულებას შეასრულებთ კიბო ვერაფერს დაგაკლებთ.ჩემი მამამთილი იბოთი დაიღუპა 88 წლის ასაკში კარგი კვების და მკურნალობის კონტროლის პიპობებში და არცკი შეუწუხებია კიბოს.მე წონაშიც მოვიმატე და მკერდიც ძალიან გამეზარდა ჰორმონოპრეპარატებისგან მაგრამ ღვტის მადლით არაფერი არ მაქვს და ჩემს ახლობელს გამხდარი და პატარა მკერდიანს კიბო ჰქონდა, მკერდიც მოკვეთეს მაგრამ ჩიტივით არის.ასე რომ გამოიკეტეთ განწყობა კარგზე იფიქრეთ და ყველაფერი კარგად იქნება!
21:57 / 01-06-2017
მსგავსი სიახლეები
```