კონდენციონერის წასმას იწყებთ თმის ბოლოდან თავისკენ თმის კონდენციონერი განკუთვნილია თმის ხარისხიანი და სწრაფი გაშრობისათვის და იმისათვის, რომ თმა გაშრობის დროს არ გამოშრეს და შეინარჩუნოს ტენი. ასევე მან უნდა შეუნარჩუნოს თმას მოცულობა(და არა გაზარდოს). კონდენციონერის კიდევ ერთი ფუნქციაა – დაიცვას თმა დამუხტვისაგან. მხოლოდ კონდენციონერის გამოყენება თმის დასაბანად შეიძლება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს მშრალი, მტვრევადი, დაუმორჩილებელი თმა, უჩივის თავის კანის სიმშრალეს.
კონდენციონერის წასმას იწყებთ თმის ბოლოდან თავისკენ. თავის კანზე წასმა სულაც არ არის სასურველი. ზოგიერთი სპეციალისტი გირჩევთ, რომ კონდენცინერი შამპუნის წასმამდე წაისვათ.
გაითვალისწინეთ, რომ კონდენციონერის ჩამოსაბანად მეტი დროს დაგჭიდებათ. ჩამობანა უნდა მოხდეს სრულფასოვნად, წინააღმდეგ შემთხვევაში თმას ცხიმიანის შესახედაობა ექნება, თანაც კონდენციონერით დაბანილი თმა უფრო მალე ჭუჭყიანდება, ამიტომ მონაცვლეობით გამოიყენეთ კონდენციონერი და შამპუნი.
თმის მოსავლელად ძალიან ეფექტურია ლუდიც.
გაგრძელება