ისევე ადვილია, როგორც ტუშის ან ტუჩსაცხის წასმა, შედეგი კი ნამდვილად აღგაფრთოვანებთ კარგი მაკიაჟის მთავარი წესია, რომ კანი მაქსიმალურად გლუვი გახადოს და ყველა წვრილმანი დეფექტიც დაფაროს. სახე თქვენი გარეგნობის საფუძველია და ძირითად იმიჯსაც განსაზღვრავს. ვიზაჟის თანამედროვე სპეციალისტები ხშირად ამბობენ, რომ სახის იდეალური ნაკვთები მხოლოდ ღვთის წყალობა არ არის - ეს ვიზაჟის ხელოვნებაა, რომლის დაუფლებაც არც ისე რთულია.
წარმოგიდგენთ ვიდეოგაკვეთილს, სადაც პროფესიონალური ყოველდღიური მაკიაჟის საბაზისო გაკვეთილია წარმოდგენილი. ისევე ადვილია, როგორც ტუშის ან ტუჩსაცხის წასმა, შედეგი კი ნამდვილად აღგაფრთოვანებთ.
სახეს რომ მაკიაჟის კვალი არ ამძიმებდეს, სპეციალისტები 2 სხვადასხვა ტონის საცხის წასმას გირჩევენ - ღიას და მუქს. მთავარია, ეს ტონები სახის ნაკვთებზე სწორად წაისვათ, სახის კონტური სწორად გამოკვეთოთ და შემდეგ ფუნჯით "გადაუაროთ". ეს ყველაფერი ვიდეოში დეტალურად არის ნაჩვენები.