შედეგი გაგაოცებთ! პიგმენტური ლაქები ბევრს უჩენს კომპლექსებს. როგორც ამ რეცეპტის ავტორები ირწმუნებიან, შინაურ პირობებში თავისუფლად შეიძლება მათგან გათავისუფლება. რეცეპტი ძალიან მარტივია.
შინაური პილინგი
დაგჭირდებათ 50 გრ კეფირი და 10-10 აბი ასპირინი და C ვიტამინი. უკეთ რომ გაიხსნას, აბები წინასწარ დაფხვენით და მერე აურიეთ კეფირში.
ეს ნარევი სახეზე მხოლოდ რამდენიმე წუთით უნდა გაიჩეროთ, ოდნავ დაიმასაჟოთ ადგილი, შეიძლება, მხოლოდ პრობლემურ უბნებზე წაისვათ. ყოველ ჯერზე უკეთეს შედეგს იგრძნობთ.
წვა ან ქავილი ოდნავი უნდა იყოს, მაგრამ თუ ძალიან აგექავათ ან დაწვის შეგრძნება გაგიჩნდათ, აუცილებლად მალე მოიშორეთ - შეიძლება, რომელიმე ინგრედიენტის მიმართ გაქვთ ალერგია.
ასეთი პილინგის მერე კარგია მკვებავი საცხის წასმა. გამოგადგებათ ჩვეილებრივი არაჟანი, რომელსაც მკვებავ თვისებებთან ერთად მათეთრებელი მოქმედებაც აქვს.
ლიმონის ნიღაბი პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ
ძალიან ეფექტურია ლიმონის წვენის ნიღაბი. მიიღება პილინგის ეფექტი, რადგან ლიმონის მჟავას ძლიერმოქმედი თვისებები აქვს ამ დროს. ყველაზე მარტივია, ლიმონი წვენი წაისვათ ლაქებზე, ან კიდევ ის შეურიოთ თაფლს პროპორციით 5 წვეთი ლიმონის წვენი 50 გრ თაფლზე. თანდათან შეგიძლიათ, თითო წვეთი დაუმატოთ, თუ ნიღაბს კარგად აიტანთ.