როგორ ტარდება პროცედურები, რა თანხებთან არის დაკავშირებული... მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც, ლიპოსაქციას წონის მოსაშორებლად დღეს აქტიურად მიმართავენ. პოპულარულ პროცედურას წელიწადში უკვე ნახევარ მილიონამდე ადამიანი იკეთებს. როგორ ტარდება პროცედურები, რა თანხებთან არის დაკავშირებული და რა შემთხვევაში მივმართოთ სპეციალისტს. კითხვებს პლასტიკური ქირურგი ივა კუზანოვი პასუხობს.
- რა ტექნოლოგიით და მეთოდებით ტარდება საქართველოში ლიპოსაქცია და რამდენი სახის პროცედურის ჩატარება არის შესაძლებელი. რა არის მისი უპირატესობა?
-პირველი ლიპოსაქცია რაც შემოვიდა, ეს არის ცხიმის ვაკუმური ლიპოსაქცია. ორგანიზმიდან იტუმბება ეს ცხიმი. არის უამრავი მეთოდი, ლაზერული, ულტრაბგერითი, ვიბრაციის, მაგრამ ყველა ერთად ეს არის ცხიმის ამოტუმბვა - ვაკუმი.
- ვინ შეიძლება ჩაიტაროს ეს პროცედურა, ხომ არ არის განსაზღვრული ასაკობრივი ნორმა?
-ყველას შეუძლია ჩაიტაროს ვისაც სჭირდება. რას ნიშნავს სჭირდება? - ლიპოსაქცია არ არის იმისთვის, რომ წონაში დაიკლოს ადამიანმა, ეს არის ფიგურის კორექცია და არა წონის დაკლება. როცა მოდიან მომართვით, გამიკეთე ლიპოსაქცია რომ წონაში დავიკლო, ეს არ არის სწორი. როგორც წესი, ქალებში ეს არის ორი ადგილი - "გალიფეს" ადგილი და მუცელი. მამაკაცებში - მუცელი.
- საჭიროებს თუ არა პროცედურა გაუტკივარებას და შესაძლებელია თუ არა ოპერაციის დროს გამოყენებულმა პრეპარატმა უკუჩვენება გამოიწვიოს?
-ნებისმიერი ლიპოსაქცია კეთდება გაუტკივარებით. ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ. ნარკოზი ამ პროცედურას არ სჭირდება. თუ უკუჩვენება არ არის იმ პრეპარატებზე, რომელსაც ვიყენებთ ოპერაციის დროს, მაშინ ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოა.
- სხეულის რა ადგილებში არის შესაძლებელი ლიპოსაქციის გაკეთება?
-სახეზეც კეთდება ლიპოსაქცია. ღაბაბის ადგილას, ლოყების არეში. კეთდება გალიფეს, მუცლის ადგილებში, ყელის არეში, ხელებზე, ფეხებზე, მუხლების ქვედა ნაწილში. სადაც გროვდება ცხიმი და ეს ცხიმი ამახინჯებს ფიგურას, აი, იქ არის შესაძლებელი ლიპოსაქციის გაკეთება.
- რა ეფექტი აქვს ლიპოსაქციის პროცედურებს, როგორც საშუალო, ასევე მძიმე წონის კატეგორიის პაციენტებისთვის?
-საკმაოდ აშკარა ეფექტია. იმიტომ , რომ შემოდის პაციენტი ფართე გალიფეთი, არ იცის როგორ დამალოს ეს "გალიფე" და ლიპოსაქციის შემდეგ, კლინიკიდან გასვლისას შეიძლება ითქვას, ქვედაბოლოც და შარვალიც ნახევრად დიდი აქვთ. ასე რომ ეფექტი შთამბეჭდავია.
- რამდენი სახის ლიპოსაქცია ტარდება საქართველოში?
- ჩვენ პირველები ვართ საქართველოში, ვინც გავაკეთეთ ლიპოსაქცია ყველანაირი მეთოდით. ულტრაბგერითი, ლაზერული, უბრალო-მექანიკურიც... ეს ყველაფერი კეთდებოდა და კეთდება ახლაც. ზაფხულის პერიოდი ეს არის ყველაზე მოთხოვნადი პერიოდი- მოგვმართავს უამრავი პაციენტი. იმიტომ, რომ ყველა ვისაც უნდა ზღვაზე წასვლა, მიმართავს კორექციას.
- რა ჯდება ლიპოსაქციის გაკეთება და შედეგისთვის რამდენი პროცედურაა საჭირო, დროის რა ინტერვალით არის შესაძლებელი ლიპოსაქციის ხელმეორედ გაკეთება?
-როგორც წესი, ლიპოსაქცია ჯდება 400 ლარი. მაგრამ ზაფხულის წინ ჩვენ გვაქვს ფასდაკლება. საკმაოდ დიდი ფასდაკლებაა. სადღაც 200 ლარამდე ჩამოდის. ლიპოსაქცია ეს ერთი პროცედურაა, თუ არ დასჭირდა კორექცია.
- უნდა დავიცვათ თუ არა დიეტა ლიპოსაქციის გაკეთების შემდეგ?
- აუცილებლად უნდა დაიცვას დიეტა, მაგრამ არ არის აუცილებელი მკაცრი დიეტა იყოს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ გავიკეთებ ლიპოსაქციას შემიძლია ყველაფერი მივირთვა, ეს ასე არ არის, იმ ადგილებში, სადაც გაკეთდა ლიპოსაქცია, როგორც წესი, ცხიმი არ გროვდება, მაგრამ ეს ზედმეტი ცხიმი გადალაგდება სხვა ადგილებში და ისევ სიმახინჯე იქნება.
- შესაძლებელია თუ არა ლიპოსაქციას მოჰყვეს უკუჩვენება და რა შემთხვევაშია ეს შესაძლებელი, რა შემთხვევაშია არაეფექტური?
-არანაირი უკუჩვენება ლიპოსაქციას არ აქვს. გარდა პაციენტის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობისა. არანაირ ჰორმონალურ დარღვევებს ეს არ იწვევს.
- როგორ მოვიქცეთ პროცედურების ჩატარების შემდეგ?
-როგორც წესი, ერთი თვე უნდა ვატაროთ სპეციალური კორსეტი. თუ კეთდება გვერდები, უკანა ტანი, მუცელი, ბარძაყი- საჭიროა გრძელი კორსეტი, რომელიც უნდა ჩაიცვას ქალბატონმა და ერთი თვის მანძილზე ატაროს.
- ურჩევთ თუ არა ქართველ ქალებს გაიკეთონ ლიპოსაქცია და რა შემთხვევაში მიმართონ სპეციალისტს?
-ლიპოსაქცია არ არის რთული პროცედურა პაციენტისთვის. ჩვენს ქართველ მანდილოსნებს, როგორც წესი საკმაოდ ხშირად სჭირდებათ ლიპოსაქცია. "გალიფეს" ადგილებში, უკანა ტანზე, ბარძაყებზე, ხელის (მკლავის) შიდა უკანა ნაწილებში... ამის გაკეთება ძალიან მარტივია. არ არის მტკივნეული.
იხილეთ მეტი